კიევში ბულგაკოვის ქუჩას ვახტანგ კიკაბიძის სახელი მიანიჭეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

უკრაინაში მიმდინარე დერუსიფიკაციისა და დეკომუნიზაციის პროცესის ფარგლებში, ქვეყნის დედაქალაქ კიევში კიდევ ათ ობიექტს შეუცვალეს სახელი.  სწორედ ამ ცვლილების მიხედვით, რუსი მწერლის, მიხეილ ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაერქვა და მას ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სახელი ეწოდა.

კიევის საქალაქო საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილება დღეს, საკრებულოს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქების, სოფლებისა და ქუჩებისთვის საბჭოთა კავშირის დროს მინიჭებული სახელწოდებების ცვლილება 2014 წელს დაიწყეს, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი აღნიშნული ცვლილებები უფრო გახშირდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). კიევში ბულგაკოვის ქუჩას ვახტანგ კიკაბიძის სახელი მიანიჭეს. 9 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კიევში-ბულგაკოვის-ქუჩას/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi