„ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმებია“ – რას წერს გეოლოგი თეა გოდოლაძე ბაღდათის ტრაგედიის შემდეგ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბაღდათში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, გეოლოგმა თეა გოდოლაძემ პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ეს არ იქნება ბოლო და წინ გაზაფხულის წვიმები, ზაფხულის მყინვართა დნობა და შემოდგომაა.

როგორც გოდოლაძე აღნიშნავს, სცხვენია, რომ ლაპარაკის გარდა ვერაფერს აკეთებს.

„2014 წლის 17 მაისი, დევდორაკი; 2015 წლის 13 ივნისი ვერეს ხეობა, 2023 წლის შოვის და გურიის ტრაგედია, 2024 წელი, ქედის და ბაღდათის ტრაგედია. გლოვა და პოსტების წერა ვიცით, ვიგლოვეთ. მეწყერში დამარხული ოჯახის და ეული, ემიგრანტი დედის ტრაგედიაზე ვიქვითინებთ და რა?! ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმები, ზაფხულის მყინვართა დნობა და შემოდგომაა. გლობალური დათბობა არსად წავა. ჩვენ რა გავაკეთეთ, რა გამოვასწორეთ. შემდეგი შეიძლება ჩემი კორპუსი იყოს, ვიღაც ფულიანი ბიძის ახირების გამო კორპუსი ჩააკვეხეს და მიწა დაძრულია. რომ დავიმარხებით ამოგვთხრიან, ჭიქას წააქცევენ და ამ ქვეყნის ფულიანი ჯაყოები უადგილო ადგილზე ისევ კორპუსებს წამოჭიმავენ. არავინ ზრუნავს ხალხი, რომელმაც არ იცის რამდენად საშიშ ადგილზე ცხოვრობს, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანოს; არასწორი სამშენებლო ნებართვები არ გასცეს; ახალგაზრდა კადრი გაზარდოს, რათა არაპროფესიონალებმა ამ ქვეყნისთვის დამღუპველი გადაწყვეტილებები არ მიიღონ. ყველა ბეცმა, ვინც ფული იშოვა რაღაცას აშენებს. მრცხვენია, მრცხვენია! ვერაფერს ვაკეთებ. ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, ლაპარაკის გარდა! რა გავაკეთეთ?!
P.S. ფბ-ს თუ გადავხედავთ, გლოვაც “გაგვიტრუხდა” უკვე“, – წერს გოდოლაძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმებია“ – რას წერს გეოლოგი თეა გოდოლაძე ბაღდათის ტრაგედიის შემდეგ. 9 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ეს-არ-არის-ბოლო-წინ-გაზაფ/

  საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების შესრულებაზე უარის თქმის 2 448 შემთხვევა დაფიქსირდა
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi