რუსთავისა და თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის ცალკეულ უბნებზე მეწყრული, ღვარცოფული და დახრამვითი პროცესებია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის ბიულეტენშია საუბარი, რომელიც 2023 წელს მომზადდა და 2022 წლის პერიოდს აღწერს.
კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, საუბარია, რუსთავის ჩრდ. დასავლეთ პერიფერიაზე, ახალი დასახლების უბანზე, თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის ცალკეულ უბნებზე, იაღლუჯის ნაგავსაყრელი პოლიგონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის ხეობის მარჯვენა ფერდის არეალში.
გარდა ამისა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მეწყრული პროცესების გააქტიურება მოსალოდნელია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ: მდ. მტკვრის, ალგეთის, ხრამის და დებედას მაღალი ტერასების კიდისპირა ზოლში მდებარე ს.ს-ში: ქესალოს, პირველ და მეორე ქესალოს, აზიზქენდის და ალგეთის ტერიტორიებზე;
ბიულეტენის მიხედვით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყრული, ღვარცოფული და დახრამვითი პროცესების გააქტიურება ნავარაუდევია: ნორიოში, მარტყოფში, თელეთში კუმისში, თბილისი-კოდას საავტომობილო გზის ჩრდილოეთ მდინარე შინატეხის ხეობაში (სოფლელ კუმისთან), მდინარე არხაშენის ხევის სათავეებში და ახალსამგორში (ღვარცოფი). წყარო
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „რუსთავისა და თბილისი-წითელი ხიდის ცალკეულ უბნებზე მეწყრულ/ღვარცოფული პროცესებია მოსალოდნელი“ – რას წერია გეოლოგების დასკვნაში. 9 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რუსთავისა-და-თბილისი-წი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · დასუფთავება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-28T21:06:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
