დმანისში კარანტინი გამოცხადდა

0 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების ტერიტორიაზე ორ მსხვილფეხა პირუტყვს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ცხოველების მეპატრონეების განცხადებით, პირუტყვს სხეულზე დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამჟამად ინფექციის კერაში ჯანდაცვის სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ.

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დმანისში კარანტინი გამოცხადდა. 18 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დმანისის-სოფელ-განახლება/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi