აშშ-დან დაბრუნებულმა, მომღერალმა ნინი შერმადინმა „მთავარი არხის“ რუბრიკაში „კითხვების გარეშე“ ბავშვობაზე, პირველ სიმღერასა და პროფესიაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, სცენაზე პირველად სამი წლის ასაკში აღმოჩნდა.
ამასთან, ნინიმ აღნიშნა, რომ რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასდროს იმღერებს.
„ჩემზე არ იცით, რომ სამედიცინო კოლეჯში ვსწვალობდი, დედის და მამის მხრიდანაც ყველა ექიმები არიან. ჩემი არცერთი ძმა, არც ჩემი და ექიმი არ გამოვიდა და ამიტომ ყველას უნდოდა ეს გზა გამეგრძელებინა. როგორც კი მორგში წამიყვანეს, იქ დამთავრდა ჩემი სამედიცინო კარიერა..გადავწყვიტე, რომ ისევ სიმღერა იყო ჩემი ძლიერი მხარე..
მეორედ დაოჯახებაზე არ მიფიქრია… ჩემს შვილს რომ არ ჰქონოდა ჩემნაირი ფიქრები, რას მიაღწევდა, სხვაგან რომ ესწავლა და ეცხოვრა, 23 წლისამ გადავდე თავი და წავედი უკეთესი მომავლის საძიებლად…
ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ კარგი მასწავლებლობა შემძლებია, ერთია იყო კარგი მომღერალი და კიდევ სხვაა, გადმოცემის უნარი ჰქონდეს, თურმე კარგი ვოკალის მასწავლებელი ვყოფილვარ..
შეყვარებული იმდენი ხანია, არ ვყოფილვარ, რომ არ მახსოვს როგორია შეყვარებული ნინი, მაგრამ ალბათ, მაშინ ხარ ყველაზე ბედნიერი და გიხარია ყველაფერი.. ერთი სული მაქვს როდის დაბრუნდება ყველა ემიგრანტი თავის ქვეყანაში, მეც მათ შორის..“, – ამბობს მომღერალი.
მასალის გამოყენების პირობები