სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილის შენიშვნის შემდეგ პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა

ალეკო ელისაშვილი შალვა პაპუაშვილის შენიშვნის შემდეგ პარლამენტში ჩოხა-ახალუხით მივიდა

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შენიშვნა გაითვალისწინა და პარლამენტში ეროვნული სამოსით, ჩოხა-ახალუხით მივიდა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩაცმულობა დაუწუნა და საკანონმდებლო უწყებაში ეროვნული სამოსით ამიტომ მივიდა.

„დამიწუნეს ტანსაცმელი, რა გაცვია და რანაირადო, პაპუაშვილმა მითხრა. რა ვიცი, დავითობაა დღეს და იმედია, ჩოხა-ახალუხსაც არ დაიწუნებს. ხანჯალი სპეციალურად არც გამიკეთებია, დაცვისთვის უხერხულობა არ შემიქმნია შემოტანაზე და არც არის სწორი, რომ 150 კაცი სხდომათა დარბაზში ხანჯლით იყოს. შეიძლება, პაპუაშვილმა მასრები დამიწუნოს, ქამარი ან ჩოხის კალთა. შარიანი კაცია და ვნახოთ, რას იზამს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილს შენიშვნა 6 თებერვლის სხდომაზე მას შემდეგ მისცა, რაც დეპუტატმა პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სხდომათა დარბაზში ძალიან არასასიამოვნო სცენა ნახა მთელმა საქართველომ. „ხალხური ლექსი გამახსენდა, „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა“, ჩემთვის ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს, დღევანდელი სცენა რომ ენახა, შემოდის პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება, ფეხზე არ დგება, არც ქალი, არც კაცი“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილს რეგლამენტის 84-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, საქმიანი ან ეროვნული. მე თქვენ ჩაცმულობაში რაიმე საპროტოკოლო, საქმიანი ვერ დავინახე და მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხს და ქამარ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ, ამიტომ გთხოვთ, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, ამას მიაქციოთ ყურადღება“.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი