კვირა, მაისი 10, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაზე

რა თქვა მეუფე შიომ დღევანდელ ქადაგებაზე

„დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, რათა ყოველთვის ვუპასუხოთ უფლის მოწოდებას ფსალმუნის სიტყვებით: „განმზადებულ არს, გული ჩემი შენდამი, ღმერთო“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ სულთმოფენობიდან მეორე კვირას ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეორე კვირას, რომელიც ეძღვნება ღირსი ათონელი მამების ხსენებას. დღეს არის ასევე რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულ წმინდანთა ხსენება. შეგახსენებთ, რომ სულთმოფენობას წმინდა ეკლესია აღნიშნავს თავის დაბადების დღეს. სულთმოფენობიდან პირველ კვირას არის ყოველთა წმინდანთა ხსენება, ხოლო დღეს, სულთმოფენობიდან მეორე კვირას, ეკლესია მოგვიწოდებს ღირსი ათონელი მამების თაყვანისცემისკენ, რათა მივბაძოთ მათ რწმენას, ღვთივსულიერ ცხოვრებას, მათ სიწმინდეს.

ეს დღეები დადგენილია ნიშნად იმისა, რომ სულთმოფენობის შემდეგ სულიწმინდა მოქმედებს ეკლესიაში და წარმოშობს დიდ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ლოცვით, სიწმინდით, მოხსენიებით, ჩვენ ვიღებთ კურთხევას. დღეს, როდესაც არის ათონელი მამების ხსენება, ჩვენ სახარებიდან გვესმის მოთხრობა, თუ როგორ მოუწოდა უფალმა იესო ქრისტემ თავის პირველ მოწაფეებს, რომლებიც იყვნენ მეთევზეები და როგორ უპასუხეს მათ ამ მოწოდებას. უფალი იესო ქრისტე შეხვდა ძმებს, ანდრიას და სვიმონს, პეტრედ წოდებულს. მათ დაუტევეს, მიატოვეს თავიანთი ბადეები და გაჰყვნენ ქრისტეს, როცა მან უთხრა, რომ ამიერიდან გახდებით ადამიანთა მებადურები (მთ. 4, 19). შემდეგ უფალმა ნახა სხვა ორი ძმა, იაკობი და იოანე, და მოუწოდა მათ თავისკენ. მათაც მიატოვეს თავიანთი ოჯახი, საქმიანობა და შეუდგნენ ქრისტეს (მთ. 4, 21-22).

უფლის ეს მოწოდება ასევე მომართულია ყოველი ჩვენგანისადმი. ეს არის მოწოდება იმ წმინდანებისა, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს, რათა ქრისტესთან ყოფილიყვნენ. როდესაც სახარებიდან ვკითხულობთ მოციქულებზე, მათ ცხოვრებაზე, ვხედავთ, რომ სულთმოფენობამდე მათში იყო არაერთი სისუსტე. ვხედავთ მათ სისუსტეებს, მათ მერყეობას რწმენაში, სულიერ ცხოვრებაში. ვხედავთ ისეთ თვისებებს, რომლებიც ჩვენც გვახასიათებს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ამ თვისებების გამო, ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, ვიყოთ ქრისტესთან, ვშორდებით ქრისტეს და ვკარგავთ ამ შესაძლებლობას, რომ ვიგრძნოთ ჩვენი რწმენის ძალა და შინაგანი სიმყარე.

  „ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ტყით, უკანონო სარგებლობის აღკვეთა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია“-დავით სონღულაშვილი

მოციქულები კი, მიუხედავად ამისა, მიუხედავად მათი უძლურებისა, ყოველთვის იყვნენ უფალთან. რატომ? იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ერთი მთავარი თვისება: დიდი გამბედაობა და სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, ქრისტესთან ყოფნისა! ამაზე ამბობენ წმინდა მამები, რომ წმინდანს ცოდვილისგან სწორედ ეს მთავარი თვისება გამოარჩევს – გამბედაობა და სიმტკიცე ქრისტესთან ყოფნისა და ეს თვისება ყველაზე მეტად გვაკლია. ამიტომ, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რა გამართლება უნდა მოვუძებნოთ ჩვენს თავს, როდესაც წმინდანებმა მოიხვეჭეს ყველანაირი სათნოება, ჩვენ კი იმდენად ცარიელი ვართ, რომ არცერთზე არ ვზრუნავთ. იმიტომ კი არ ვართ ასე ღარიბნი სათნოებებით და კეთილი საქმეებით, რომ არ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ არ გვინდა, ნაკლებად გვინდა, ნაკლებად ვიღვწით კეთილი საქმეებისთვის, სათნოებათა მოპოვებისთვის.

ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ჩვენნაირი ბუნების მქონე ადამიანმა მიაღწია ამ დიდ სიწმინდეს და გაბრწყინდა ამ სათნოებებით. ჩვენ დღეს ბედნიერნი ვართ, ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ ამ წმინდანთა შორის დიდი სიმრავლეა ქართველი წმინდანებისა, მათ შორის, ათონის მთაზე მოღვაწე დიდი მამებისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ ეს მთავარი თვისება – გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, რათა ყოველთვისვუპასუხოთ უფლის მოწოდებას ფსალმუნის სიტყვებით: „განმზადებულ არს, გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი“ (ფს. 107, 2). ამინ“, – აცხადებს მეუფე შიო.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.