სურამში მიწის მასა დაიძრა – მეწყრული ზონიდან 40 ოჯახია გაყვანილი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სურამში მეწყრული ზონიდან 40 ოჯახია გაყვანილი, – ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასტუმროში გადაიყვანეს ათი მოქალაქე, დანარჩენები კი, საკუთარი სურვილით, ნათესავებთან დაბინავდნენ.

თენგიზ ჩიტიაშვილის ინფორმაციით, მიწის მასა დაახლოებით ორი საათის წინ დაიძრა. მისივე თქმით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ადგილი გეოლოგთან ერთად დაათვალიერეს, რომლის რეკომენდაციითაც მოსახლეობის ტერიტორიიდან გაყვანა გადაწყდა.

ხაშურის მერის განცხადებით, გეოლოგების ჯგუფი ტერიტორიას დეტალურად ხვალ დილიდან შეისწავლის.

- Advertisement -
Ad imageAd image

თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა სტიქიის ზონიდან ექვსი ოჯახის გაყვანის შესახებ, თუმცა მოგვიანებით მონაცემები დაზუსტდა. ხაშურის მერის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 40 ოჯახია უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სურამში მიწის მასა დაიძრა – მეწყრული ზონიდან 40 ოჯახია გაყვანილი. 8 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სურამში-მიწის-მასა-დაიძრ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi