პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსს„ჩვენ სამძიმრის სუფრით ვიყავით დაკავებული და ის 14 წლის გოგოს აუპატიურებდა!“ -...

„ჩვენ სამძიმრის სუფრით ვიყავით დაკავებული და ის 14 წლის გოგოს აუპატიურებდა!“ – არასრულწლოვნის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაუპატიურებული არასრულწლოვნის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. არასრულწლოვანის ნათესავები ამბობენ, რომ ფერმაში 45 წლამდე კაცს ბავშვი ჩააბარეს, რადგან ისინი ქელეხის სუფრას ამზადებდნენ, მან კი მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გაიქცა.

„ჩემი სიძეა უნამუსო. მისი ცოლი, ჩემი ქალიშვილია, რომელიც 10 დღის წინ გარდაიცვალა. აზალხანი, რომელიც ახლა დაკავებულია ჩემი ვაჟია და 4 ოჯახს არჩენდა, მათ შორის ამ უნამუსო სიძეს.

ჩვენ სამძიმრის სუფრით ვიყავით დაკავებული და ის 14 წლის გოგოს აუპატიურებდა. როგორ შეიძლება ასე. ჩვენ 12 გოგო მას ვანდეთ და ეს ასე მოიქცა. მოსაკლავია! ვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს, ან ჩვენ ვიზამთ ამას“, – ამბობს არასრულწლოვანის ბებია ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე გაუპატიურების მუხლებით დაიწყო.

  ნიკოლოზ წულუკიძის ვაჟი, კიტა წულუკიძე 4 წლის გახდებოდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი