„ჩვენ სამძიმრის სუფრით ვიყავით დაკავებული და ის 14 წლის გოგოს აუპატიურებდა!“ – არასრულწლოვნის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გაუპატიურებული არასრულწლოვნის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. არასრულწლოვანის ნათესავები ამბობენ, რომ ფერმაში 45 წლამდე კაცს ბავშვი ჩააბარეს, რადგან ისინი ქელეხის სუფრას ამზადებდნენ, მან კი მოზარდზე სექსუალურად იძალადა და გაიქცა.

„ჩემი სიძეა უნამუსო. მისი ცოლი, ჩემი ქალიშვილია, რომელიც 10 დღის წინ გარდაიცვალა. აზალხანი, რომელიც ახლა დაკავებულია ჩემი ვაჟია და 4 ოჯახს არჩენდა, მათ შორის ამ უნამუსო სიძეს.

ჩვენ სამძიმრის სუფრით ვიყავით დაკავებული და ის 14 წლის გოგოს აუპატიურებდა. როგორ შეიძლება ასე. ჩვენ 12 გოგო მას ვანდეთ და ეს ასე მოიქცა. მოსაკლავია! ვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს, ან ჩვენ ვიზამთ ამას“, – ამბობს არასრულწლოვანის ბებია ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე გაუპატიურების მუხლებით დაიწყო.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ჩვენ სამძიმრის სუფრით ვიყავით დაკავებული და ის 14 წლის გოგოს აუპატიურებდა!“ – არასრულწლოვნის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. 20 იანვარი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩვენ-სამძიმრის-სუფრით-ვ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Повар-универсал

ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior 1С Developer

ბათუმი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
B2C Product Manager — eSIM Product line

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-20T14:20:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi