გუგა კუზანოვმა გადაცემა „იმუნიტეტში“ ბოტოქსისა და ფილერის გაკეთებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ბოტოქსი, ძირითადად, კეთდება შუბლის, ე.წ. ბატისთათების ვერტიკალური და ჰორიზონტალური ნაოჭების არეში, გარდა ამისა, ყელზე. ეს არის კლასიკური ადგილები, სადაც კეთდება ბოტოქსი…
ფილერი, ანუ ქართულად შემავსებელი, მისი ფუძე არის ჰიალურონის მჟავა – მისი დიდი პლუსი არის ის, რომ იწოვება. გააჩნია ზონას, სად გავაკეთებთ და რა სიღრმეში. არის ზონები, სადაც კეთდება, მაგრამ მე ხელს არ ვკიდებ, როცა ავსებენ ქვედა ქუთუთოს. ქუთუთოს პლასტიკა არის თიაქარის ამოღება, არის შემთხვევები, როცა ჩავარდნილია და ავსებენ ფილერით. საკმაოდ ცუდი შედეგი შეიძლება დადგეს ამის შემდეგ, ამიტომ არ ვაკეთებ. ძალიან მოდაშია ახლა შემავსებლის, ანუ ფილერის გაკეთება ცხვირში. ცხვირს წევენ ამით. რა ცუდი შედეგები აქვს ამას, ალეკოს ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. მე რამდენიმე ასეთი პაციენტი მყავდა, ალეკოს რამდენიმე ათეული პაციენტი – ფილერის გაკეთების შემდეგ პაციენტი მოდის და წვება რინოპლასტიკაზე…“
#datashvil #drpkhakadze #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები