აკნე, მისი გამომწვევი მიზეზები…

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აკნე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ყველაზე ხშირად, სქესობრივი სიმწიფის, გარდატეხის პერიოდში ვლინდება.

მისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: ცხიმიანობის ზრდა, ცხიმგროვების, ფერიმჭამელების წარმოქმნა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც შავი წერტილების და ღია ფერიმჭამელების სახით, ასევე თეთრი დახურული ელემენტების სახით. მისი სალოკალიზაციო არე უპირატესად თავის თმიანი არეა, ასევე სახის არე, გულ-მკერდისა და ზურგის მიდამოები სადაც ყველაზე ხშირად არის წარმოდგენილი.

დაავადების გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია, სქესობრივი სიმწიფის პერიოდთან. ანდროგენების, სასქესო ჰორმონების ორგანიზმში გამომუშავება, განაპირობებს ცხიმიანობის ზრდას. ასევე მეორე ფაქტორი ეს არის, პროპიუმ-ბაქტერიუმ აკნე, კანზე მცხოვრები ბაქტერია, რომელიც განაპირობებს ანთებადი პროცესის (პუსტულა-ჩირქგროვის) წარმონაქმნს.

აკნე ჰორ­მონ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი კა­ნის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ხში­რად ახა­სი­ა­თებს გა­მო­ნა­ყა­რი სა­ხე­ზე, გულ­მკერ­დსა და ზურ­გზე. ამ და­ა­ვა­დე­ბას ზოგ­ჯერ “გარ­და­ტე­ხის ასაკ­საც” უწო­დე­ბენ, რად­გა­ნაც ეს პრობ­ლე­მა ძი­რი­თა­დად გარ­და­მა­ვალ ასაკ­ში ჩნდე­ბა და მო­ზარ­დებს სე­რი­ო­ზუ­ლად აწუ­ხებთ. ის, რომ თი­ნე­ი­ჯე­რებს მე­ტად აწუ­ხებთ, ამას სტა­ტის­ტი­კაც ადას­ტუ­რებს – აკნე მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ს აქვს, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში მყოფ პირ­თა შო­რის კი – 80%-ს, ანუ ახალ­გაზ­რდებ­ში ოთხჯერ უფრო ხში­რია.

- Advertisement -
Ad imageAd image

დაავადება გადამდები არ გახლავთ, თუმცა, გენეტიკური ფაქტორი ამ შემთხვევაში საკმაოდ გასათვალისწინებელია, რაც არის მიზეზი ცხიმოვანი ჯირკვლების მგრძნობელობის ზრდისას სასქესო ჰორმონების ანდროგენების მიმართ.

 

#drpkhakadze

- Advertisement -
Ad imageAd image

#SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). აკნე, მისი გამომწვევი მიზეზები…. 16 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/akne-misi-gamomtsvevi-mizezebi/

TAGGED:
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi