“წი­ნას­წარ ვიცი, ახლა “ევ­რო­პა­შიც აკ­რძა­ლუ­ლია“ არ­გუ­მენტს ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ დე­მა­გო­გი­უ­რად მო­იშ­ვე­ლი­ე­ბენ – დიახ: საფრანგეთში სუროგაცია აკრძალულია. მაგრამ… ” – რას წერს რევაზ ბოჭორიშვილი

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
"წი­ნას­წარ ვიცი, ახლა "ევ­რო­პა­შიც აკ­რძა­ლუ­ლია“ არ­გუ­მენტს ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ დე­მა­გო­გი­უ­რად მო­იშ­ვე­ლი­ე­ბენ - დიახ: საფრანგეთში სუროგაცია აკრძალულია. მაგრამ... " - რას წერს რევაზ ბოჭორიშვილი

სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­რო­გა­ცი­ის აკ­რძალ­ვის სა­კი­თხმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. მეან-გი­ნე­კო­ლო­გი, კლერ­მონ ფე­რა­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საფ­რან­გე­თის მა­გა­ლითს გა­ნი­ხი­ლავს და ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს არა მხო­ლოდ სუ­რო­გა­ცი­ის სა­მარ­თლებ­რივ შე­ზღუდ­ვა­ზე, არა­მედ უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

  • ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, საფ­რან­გეთ­ში სუ­რო­გა­ცია 1994 წლის ბი­ო­ე­თი­კის კა­ნო­ნით არის აკ­რძა­ლუ­ლი. თუმ­ცა, მისი თქმით, საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს არ ეკ­რძა­ლე­ბათ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა და იმ ქვეყ­ნებ­ში სუ­რო­გა­ცი­ის სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა, სა­დაც ეს პრაქ­ტი­კა კა­ნო­ნით ნე­ბა­დარ­თუ­ლია.

“წი­ნას­წარ ვიცი, ახლა “ევ­რო­პა­შიც აკ­რძა­ლუ­ლია“ არ­გუ­მენტს ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ დე­მა­გო­გი­უ­რად მო­იშ­ვე­ლი­ე­ბენ, გა­და­ვე­ყა­რე უკვე მსგავს კო­მენ­ტა­რებს. ქვეყ­ნე­ბის ჩა­მოთ­ვლას არ და­ვი­წყებ, სა­დაა აკ­რძა­ლუ­ლი და სად არა, საფ­რან­გეთ­ზე შევ­ჩერ­დე­ბი მხო­ლოდ, რომ­ლის რე­ა­ლო­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გად ვიცი, თან რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი­ის პი­ო­ნე­რებ­თან ვმუ­შა­ობ­დი და ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბიც კარ­გად მახ­სოვს. ჰოდა, დიახ: საფ­რან­გეთ­ში სუ­რო­გა­ცია აკ­რძა­ლუ­ლია. მაგ­რამ არა პო­ლი­ტი­კუ­რი ვაჭ­რო­ბი­სა ან ობსკუ­რან­ტის­ტებ­თან გა­რი­გე­ბის გამო (“ამას და­გით­მობთ, სა­მა­გი­ე­როდ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ბიზ­ნესს თავი და­ა­ნე­ბეთ“), არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­თი, 1994 წლის “ბი­ო­ე­თი­კის კა­ნო­ნით”. მის მო­ტი­ვებ­სა და არ­გუ­მენ­ტებ­ზეც აქ არ გავ­ჩერ­დე­ბი, ამ თე­მის სხვა ას­პექ­ტზე ვწერ.

ამავდრო­უ­ლად, საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეს კა­ნო­ნი არ უკ­რძა­ლავს უცხო­ეთ­ში წას­ვლას და სუ­რო­გა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბას იქ, სა­დაც ის ნე­ბა­დარ­თუ­ლია. 69-მი­ლი­ო­ნი­ან ქვე­ყა­ნა­ში ამ გზას წე­ლი­წად­ში სულ რა­ღაც 300–500 წყვი­ლი მი­მარ­თავს. შე­და­რე­ბის­თვის: ქა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც სპონ­ტა­ნუ­რად ვერ ორ­სულ­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 3 მი­ლი­ო­ნია. ანუ სუ­რო­გა­ცი­ას რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ცოტა ირ­ჩევს.მაგ­რამ მთა­ვა­რი სხვა რა­მეა: საფ­რან­გეთ­ში უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის 100%-ით უფა­სოა.

ყვე­ლა­ფე­რი, მრა­ვალ­ჯე­რა­დი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი მკურ­ნა­ლო­ბი­თა თუ ოპე­რა­ცი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ნა­ზღა­ურ­დე­ბა ანა­ლი­ზე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის გამო სამ­სა­ხურ­ში გაც­დე­ნი­ლი სა­ა­თე­ბიც და კლი­ნი­კამ­დე მგზავ­რო­ბის ხარ­ჯე­ბიც კი, მან­ძი­ლი­სა და ტრან­სპორ­ტის ტი­პის მი­უ­ხე­და­ვად. სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბაც , 4 მცდე­ლო­ბა, 43 წლის ასა­კამ­დე. ხოდა, სა­ნამ მუდ­მი­ვად სა­ლან­ძღავ ევ­რო­პას შე­ედ­რე­ბი­ან, ჯერ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა აა­წყონ ამ დო­ნე­ზე და მერე ამო­ი­ღონ ხმა.” – წერს რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “წი­ნას­წარ ვიცი, ახლა “ევ­რო­პა­შიც აკ­რძა­ლუ­ლია“ არ­გუ­მენტს ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ დე­მა­გო­გი­უ­რად მო­იშ­ვე­ლი­ე­ბენ – დიახ: საფრანგეთში სუროგაცია აკრძალულია. მაგრამ… ” – რას წერს რევაზ ბოჭორიშვილი. 22 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/წინასწარ-ვიცი-ახლა-ევრ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Гейм-дизайнер (Game Analytics)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Global Financial Planning and Analysis Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Engineer ( Kotlin + Node.js )

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-22T21:16:02+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi