“დაიწყო ნგრევა შიგნიდან, ჩამოიშალა მერე. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ. დედამ იყვირა, გადახტითო, მესმოდა და მერე ჩამოინგრა – ადგილობრივები ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
„საკმაოდ ძლიერი აფეთქება იყო როგორც ჩანს - ბინაში გაზი ალბათ, საათების განმავლობაში გროვდებოდა და დეტექტორებიც არ იყო დაყენებული - შენობა მთლიანად იქნება დასანგრევი, მსგავსი კორპუსი ძალიან ბევრია თბილისში“

6 დაღუპული და 5 დაშავებული – ასეთია ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით, მოსახლეობას საკუთარი სახლებიდან პირადი მოხმარების ნივთები გამოაქვთ. საცხოვრებელ სახლებში სპეციალური აღჭურვილობით შედიან და მათთან ერთად, კორპუსში შესვლის დროს იმყოფებიან მეხანძრე-მაშველებიც.

გარდა ამისა, შემოწმდა კორპუსების მდგრადობა. დასკვნის მიხედვით, ოჯახებისთვის ბინებში შესვლა სახიფათოა მხოლოდ ორ სადარბაზოში. მათ საცხოვრებელი ფართით მერია უზრუნველყოფს.

ადგილობრივი მოსახლეობა შემთხვევის დღეს იხსენებს. მზევინარ გაფრინდაშვილი ერთ-ერთი გარდაცვლილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბავშვები ფანჯრიდან გადახტნენ, დედამ კი გამოსვლა ვერ მოასწრო.

“დაიწყო ნგრევა შიგნიდან, ჩამოიშალა მერე. გვერდით მცხოვრების კედელიც სულ გამოანგრია მთლიანად. ანუ გვერდზე ვცხოვრობ, გვერდზე სადარბაზოში, მთლიანად დაიბზარა.

ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ. დედამ იყვირა, გადახტითო, მესმოდა და მერე ჩამოინგრა. ვიღაც კაცის ხმა ისმოდა, ბიჭის ალბათ ჯაბას, ვინც დაიღუპა, მიშველეთო. ჩამოინგრა და მერე დაიღუპნენ რა. მაშველებიც რომ შევიდნენ, დაიწყო ნგრევა, ჩამოვარდა მთლიანად ოთახები. ჩემი მეუღლეც იქ იყო, რომ ვინმეს ვუშველიო და გამოიყვანეს”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შემთხვევის დღეს იხსენებს კიდევ ერთი ადგილობრივი, ეთერ ტუღუში.

“დიდმა ხმაურმა ყველა შეგვაშინა და გამოვცვივდით გარეთ. მთელი სამეზობლო რეკავდა, სახანძროს დაურეკეს, სასწრაფოებს, მილიციაც მაშინვე მოვიდა. ფაქტიურად რა ვიცი, შეიძლება 10 წუთიც არ გავიდა, ყველანი აქ იყვნენ. ის შენობა გადაიწია, მაშველები რომ ასუფთავებდნენ, დაიძრა შენობა და გამოცვივდნენ. ველოდებით ახლა, რომ შეათანხმონ, რამდენი ადამიანი აგვიშვან, სათითაოდ თუ ორ-ორი აგვიშვან თითო ოჯახში, რომ ნივთები გამოვიტანოთ”, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “დაიწყო ნგრევა შიგნიდან, ჩამოიშალა მერე. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ. დედამ იყვირა, გადახტითო, მესმოდა და მერე ჩამოინგრა – ადგილობრივები ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ. 20 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დაიწყო-ნგრევა-შიგნიდან-ჩ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Повар-универсал

ბათუმი · ტურიზმი / სასტუმრო / კვება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior 1С Developer

ბათუმი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
B2C Product Manager — eSIM Product line

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-20T13:46:14+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi