სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებათუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებით, როგორ შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე გადასვლა...

თუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდებით, როგორ შეგიძლიათ სხვა უნივერსიტეტში ან პროგრამაზე გადასვლა – შიდა და გარე მობილობის წესები

ყოველწლიურად ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უნივერსიტეტებში ათასობით სტუდენტი ირიცხება, თუმცა მათი ნაწილი თავიდანვე არასასურველ პროგრამაზე ხვდება ან სწავლის პროცესში აცნობიერებს, რომ ის უნივერსიტეტი/მიმართულება, რაც აირჩია, მისი ინტერესებს არ შეესაბამება. ამიტომაც, არსებობს როგორც გარე მობილობა – ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში გადასვლის შესაძლებლობა, ასევე შიდა მობილობა – უნივერსიტეტის შიგნით, ერთი პროგრამიდან მეორეზე გადასვლა.

გარე მობილობას ყოველწლიურად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს. სტუდენტმა რეგისტრაცია students.emis.ge-ზე უნდა გაიაროს და შესაბამისი განაცხადი გააკეთოს. ამავდროულად, სტუდენტს უფლება აქვს, ჩამონათვალში მაქსიმუმ 5 პროგრამა მიუთითოს. გარე მობილობისთვის გადასახადი თანხა 40 ლარს შეადგენს. სტუდენტის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარსადგენი დოკუმენტები და ვადები კონკრეტული უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

გაითვალისწინეთ, რომ გარე მობილობას ვერ შეძლებთ, თუ პირველი კურსი დახურული არ გექნებათ. მაგალითად, თუ კონკრეტულ უნივერსიტეტში, განსაზღვრულ პროგრამაზე ჩააბარებთ და რამდენიმე თვეში აღმოაჩენთ, რომ იქ სწავლა აღარ გსურთ, ვიდრე პირველ კურსს არ დახურავთ, გარე მობილობით ვერ ისარგებლებთ.

თუკი სხვა უნივერსიტეტში გადახვალთ, კონკრეტული ფაკულტეტი ინდივიდუალურად გადაწყვეტს, წინა უნივერსიტეტში ჩაბარებული საგნების კრედიტები ჩაგეთვლებათ, თუ სწავლას კვლავ 0 კრედიტით, პირველი კურსიდან გააგრძელებთ.

ამჟამად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ინფორმაცია უკვე აქვს გამოქვეყნებული, სადაც მითითებულია, რომ განცხადებების მიღება 21 აგვისტოს დაიწყება და 9 სექტემბერს დასრულდება. მობილობის შედეგები კი ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge-ზე 12 სექტემბერს გამოქვეყნდება.

ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2020 და შემდგომ წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ და მობილობით სურთ სარგებლობა, პროგრამის დაშვების წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდნენ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამისი სავალდებულო საგნები ჰქონდეთ ჩაბარებული.

მაგალითად, თუ თქვენ ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლობთ და ერთიან ეროვნულ გამოცდებში არჩევითი საგნებიდან მხოლოდ მათემატიკა გაქვთ ჩაბარებული, მედიცინის ფაკულტეტზე ვერ გადახვალთ, რადგან იქ ბიოლოგიის ჩაბარებაა აუცილებელი.

რაც შეეხება გრანტს, გარე მობილობის შემთხვევაში, თუკი თქვენი განაცხადი დაკმაყოფილდება, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული გრანტით სარგებლობა კვლავ შეგეძლებათ.

  ჯილეხისა და ბრუცელოზის გავრცელებისა და მოწამვლის რისკები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარტვილში არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერა

თუ, მაგალითად, სწავლობთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, გრანტი არ გაქვთ და გსურთ ისეთ პროგრამაზე გადასვლა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული, ანუ უფასო ფაკულტეტების სიაშია, ასეთ შემთხვევაში, უფასოდ სწავლას ვერ შეძლებთ.

თუ ერთი უფასო ფაკულტეტიდან მეორე უფასო ფაკულტეტზე გადასვლა გსურთ, ამ შემთხვევაში, შანსი, რომ კვლავ უფასოდ ისწავლოთ, არის, მაგრამ უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ ადგილებზეა დამოკიდებული. თუ განსაზღვრულ პროგრამაზე დაფინანსებული ადგილების რაოდენობა უკვე შევსებულია, უფასოდ სწავლას ვერ შეძლებთ. ინფორმაცია ინდივიდუალურად თქვენთვის სასურველ უნივერსიტეტთან უნდა გაარკვიოთ.

შიდა მობილობა

შიდა მობილობით სარგებლობა, გარე მობილობისაგან განსხვავებით, პირველი სემესტრის შემდეგაც შეგიძლიათ. თუმცა, აუცილებელი პირობაა, რომ იმ პროგრამაზე, სადაც გადასვლა გსურთ, ვაკანტური ადგილები იყოს. თუ ვაკანტური ადგილები არ არის, გადასვლას ვერ შეძლებთ. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტების ვებგვერდებზე წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების დაწყებამდე ქვეყნდება და ვადები ინდივიდუალურია.

ამავდროულად, შიდა მობილობით ვერ ისარგებლებთ, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ის საგნები, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ბარდება, არ ჩაგიბარებიათ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ იმ პროგრამაზე, სადაც გადასვლა გსურთ, არჩევითი საგნიდან მათემატიკის ჩაბარება იყო აუცილებელი, თქვენ კი ისტორია გაქვთ ჩაბარებული, გადასვლას ვერ შეძლებთ.

გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონკრეტულ პროგრამებზე სტუდენტთა მიღების განსაზღვრული რაოდენობაა.

პროგრამაზე გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე სხვა სტუდენტებს კონკურენციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულებით გაუწევთ და არა იმ შეფასებებით, რომლებიც იქამდე არსებულ პროგრამაზე მიიღეთ.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ იმ პროგრამაზე, სადაც გადასვლა გსურთ, მხოლოდ 1 ვაკანტური ადგილია გამოცხადებული, სტუდენტებს კონკურენციას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული სკალირებული ქულით გაუწევთ და არა უნივერსიტეტში დაწერილი შეფასებებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გარე მობილობის შესახებ ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია. შიდა მობილობის შესახებ კი უნივერსიტეტები ინდივიდუალურად აქვეყნებენ ინფორმაციას. წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.