შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, კორპუსის ნანგრევებში 7 პირის ძებნა ამ დრომდე გრძელდება, ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევიან, მათ შორის არის 3 მცირეწლოვანი.
მინისტრის თქმით, ამ დროისთვის, კლინიკებში გადაყვანილია 4 პირი.
“ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფი, კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური დანაყოფები.
პროაქტიულად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები. 4 პირი გამოყვანილია და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი ყველა პირი არის კონტაქტური.
7 პირის სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარეობს მათი ადგილსამყოფლის დადგენა. უგზო-უკვლოდ არის 7 პირი დაკარგული, მათგან სამი ბავშვია.
ბუნებრივია, შემთხვევის ადგილზე ევაკუირებულია მოსახლეობა. აქტიურად ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებს”, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). 7 პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია – სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე. 19 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/7-პირი-უგზო-უკვლოდაა-დაკარ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · განათლება / სწავლება
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-19T13:44:08+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
