7 პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია – სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
7 პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია - სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, კორპუსის ნანგრევებში 7 პირის ძებნა ამ დრომდე გრძელდება, ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევიან, მათ შორის არის 3 მცირეწლოვანი.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის, კლინიკებში გადაყვანილია 4 პირი.

“ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფი, კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური დანაყოფები.

პროაქტიულად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები. 4 პირი გამოყვანილია და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი ყველა პირი არის კონტაქტური.

7 პირის სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, მიმდინარეობს მათი ადგილსამყოფლის დადგენა. უგზო-უკვლოდ არის 7 პირი დაკარგული, მათგან სამი ბავშვია.

ბუნებრივია, შემთხვევის ადგილზე ევაკუირებულია მოსახლეობა. აქტიურად ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებს”, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). 7 პირი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, მათგან სამი ბავშვია – სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე. 19 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/7-პირი-უგზო-უკვლოდაა-დაკარ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Inglisurenovani Bankos Mchekhavi Dilis Tsvla Dasakmebis Bonusi

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ფინანსები / ბანკი / დაზღვევა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HR.ge
Samsheneblo Saitis Menejeri

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HR.ge
Bughalter Operatori

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HR.ge
Puris Mtskhobeli

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HR.ge
Damlagebeli

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HR.ge
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-19T13:21:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi