“დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები” – ბრალდებულმა ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართობს არ ტოვებდა

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

თბილისში, სანაპიროს ტერიტორიაზე, გერმანული ჰოსპიტლის მიმდებარედ მომხდარი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები იკვეთება. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი 62 წლის მამაკაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს გარდაცვლილი წყვილისთვის საცხოვრებელი ბინა ჰქონდა მიყიდული, თუმცა გარიგების მიუხედავად, თავად კვლავ იმავე საცხოვრებელში რჩებოდა. არსებული ცნობებით, სწორედ 12 ნოემბერს უნდა მომხდარიყო ბინის გათავისუფლება და წყვილის საცხოვრებლიდან გასვლა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციასთან და ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა პროკურორი ლევან ვეფხვაძეც.

მომხდარის მოტივი და დანაშაულის სხვა დეტალები ამ ეტაპზე დამატებით დაზუსტებას საჭიროებს. დაკავებულის ბრალეულობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით უნდა დადასტურდეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

თბი­ლის­ში, მა­თი­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, ცოლ-ქმრის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებს, უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­ულს წინ უძღო­და ქო­ნებ­რივ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 11 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, ორ პირს – ცოლ-ქმარს, მა­თი­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ორი­ვე მათ­გა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­ულს წინ უძღო­და ქო­ნებ­რივ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, კერ­ძოდ, ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა.

- Advertisement -
Ad imageAd image

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

ორი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს,“ – წე­რია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები” – ბრალდებულმა ცოლ-ქმარს საცხოვრებელი ბინა მიჰყიდა, თუმცა საცხოვრებელ ფართობს არ ტოვებდა. 12 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დანაშაულს-წინ-უძღოდა-ქონ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi