ვაკეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე 7 პირია დაკავებული – ერთ-ერ­თმა პირ­მა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდას ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში სამი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით 7 პირი და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, მრგვა­ლი ბა­ღის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ახალ­გაზ­რდებს შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი უხე­შად არ­ღვევ­დნენ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და სი­ტყვი­ერ და ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში.

კონ­ფლიქ­ტის დროს ერთ-ერ­თმა პირ­მა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდას ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში სამი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

და­შა­ვე­ბულს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­და. მის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა

- Advertisement -
Ad imageAd image

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვეტ რე­ჟიმ­ში ატა­რებ­დნენ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს.ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე 7 პირი ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 239-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 2-დან 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.მომ­ხდარ ფაქ­ტზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ვაკეში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე 7 პირია დაკავებული – ერთ-ერ­თმა პირ­მა და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდას ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში სამი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. 11 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ვაკეში-მომხდარი-სისხლიან/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi