2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 9 ნოემბერს დაიწყო და  19 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგი ბმულის გამოყენებით.

რეგისტრაციისათვის მოსწავლეს დასჭირდება მხოლოდ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი.

დეტალური ინსტრუქცია

- Advertisement -
Ad imageAd image

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია როგორც თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც (მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასი).

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული).

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოლიმპიადას ყოველწლიურად სამ ტურად ატარებს. პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან. მომდევნო ორი ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა  (ფორმა №IV-100/ა) ცენტრში 19 ნოემბრის 18:00 საათამდე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). 2026-2027 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. 9 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/2026-2027-სასწავლო-წლის-ეროვნულ-ს/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi