შოთა ბერეკაშვილი: „დღეის მდგომარეობით როგორც წყალზე, ასევე ბუნებრივ გაზზე საქართველოში ტარიფი მნიშვნელოვნად დაბალია – ბუნებრივი აირის გადასახადზე დიფერენცირებული მიდგომოთ, რაც უფრო დაზოგვაზე იქნება მომხმარებელი ორიენტირებული, გადაიხდის ნაკლებს, ვინც მეტს მოიხმარს, მისი ტარიფი მაღალი იქნება“

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

დღემდე ბუნებრივ აირზე ერთიანი მიდგომა იყო მოხმარების მიუხედავად და მიგვაჩნია, რომ დიფერენცირებული მიდგომა უფრო სამართლიან ტარიფს შექმნის, – ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ბუნებრივ აირზე დიფერენცირებული გადახდის სისტემით სოციალური თანასწორობა იქმნება.

„კანონპროექტით, სემეკ-ს უფლებამოსილება გავუგრძელეთ, რომ წყალმარაგების შემთხვევაში – 2036 წლის პირველ იანვრამდე, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში 2038 წლის პირველ იანვრამდე განსაზღვროს სამომხმარებლო ტარიფი წყალსა და ბუნებრივ გაზზე. კომისიამ ტარიფის განსაზღვრის პირობებში უნდა გაითვალისწინოს სოციალური კომპონენტი და დიფერენცირებული მიდგომა უნდა ჰქონდეს. დიფერენცირებული მიდგომა რას ეფუძნება – უნდა დაეყრდნოს პირობებს, რომ ტარიფი მომხმარებლის მოცულობის მიხედვით დადგინდეს. კომისიის მიერ განსასაზღვრი იქნება, როგორ დაადგენს აღნიშნულ ტარიფს. ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ჩარჩო შევქმენით, რომლის ფარგლებში მას მოქმედება შეუძლია.

დღეის მდგომარეობით როგორც წყალზე, ასევე ბუნებრივ გაზზე საქართველოში ტარიფი მნიშვნელოვნად დაბალია. ევროპის საშუალო მაჩვენებელს რომ შევადაროთ, საქართველოში, მოსახლეობისთვის სამომხმარებლო ტარიფი დაახლოებით 7.5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის სივრცეში. აქამდე ბუნებრივ გაზზე ერთიანი ტარიფი გვქონდა. მომხმარებლის მოცულობისა და შემოსავლების მიუხედავად, ყველა თანაბარ ტარიფს იხდიდა. დიფერენცირებული მიდგომა ნიშნავს, რომ რაც უფრო დაზოგვაზე იქნება მომხმარებელი ორიენტირებული, ის უფრო ნაკლებს გადაიხდის. ვისაც ექნება უფრო მეტი მოხმარება, შესაბამისად, ალბათ მისი ტარიფი უფრო მაღალი იქნება. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, აქ არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, როდესაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველი მოწყვლადი ჯგუფების გადასახადს ასუბსიდირებს.

დიფერენცირებული მიდგომა იმას ითვალისწინებს, რომ მოხმარების მოცულობის ზრდასთან ერთად ტარიფის ღირებულება გაიზრდება, თუმცა დეტალური კომპონენტები, რა შემთხვევაში რა იქნება დიფერენცირებული ტარიფი, ეს უკვე კომისიის და სემეკ-ის გადასაწყვეტია. ჩემი პირადი გამოცდილებით ორი საკითხია. პირველია, რომ საქართველოში ენერგიის დაზოგვის კულტურა იყოს. ისეთი, როგორიც მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაშია. ეს ენერგოპოლიტიკის ნაწილია. დაწყებული სკოლიდან, მოქალაქეებს ასწავლიან, რომ მნიშვნელოვანია ენერგორესურსის დაზოგვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი კულტურის ნაწილია. მეორეა, რომ ვინც მეტს მოიხმარს შესაძლებლობიდან გამომდინარე, ის ასუბსიდირებს იმ ადამიანებს, რომელთაც ნაკლები შემოსავალი აქვთ და აქ სოციალური თანასწორობა იქმნება. დღევანდელ დღემდე ბუნებრივ აირზე ერთიანი მიდგომა იყო მოხმარების მოძრაობის მიუხედავად და მიგვაჩნია, რომ დიფერენცირებული მიდგომა უფრო სამართლიან ტარიფს შექმნის. დეკემბრის ბოლოს სემეკ-ი დაიანგარიშებს და ანგარიშებს გაასაჯაროებს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს 79 ხმით დაუჭირა მხარი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). შოთა ბერეკაშვილი: „დღეის მდგომარეობით როგორც წყალზე, ასევე ბუნებრივ გაზზე საქართველოში ტარიფი მნიშვნელოვნად დაბალია – ბუნებრივი აირის გადასახადზე დიფერენცირებული მიდგომოთ, რაც უფრო დაზოგვაზე იქნება მომხმარებელი ორიენტირებული, გადაიხდის ნაკლებს, ვინც მეტს მოიხმარს, მისი ტარიფი მაღალი იქნება“. 28 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შოთა-ბერეკაშვილი-დღეის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi