წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა გუშინ, 19 ოქტომბერს მოხდა. კადრებს ადგილიდან მაია მარღია ავრცელებს.
- არსებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
“სახლი არის ჩემი საყვარელი ბიძაშვილის, ნუკრი მარღიას უმცროსი ვაჟიშვილის. ადამიანის, რომელმაც თავისი ალალ-მართალი შრომით იღვაწა დღემდე, თავის შესანიშნავ მეუღლესთან ერთად და ღირსეულად გააგრძელეს და დაამშვენეს მშობლების მიერ აშენებული ოჯახი.
ვინც მათ იცნობს, დამეთანხმება და ვინც არ იცნობს, ვეტყვი, რომ ეს ოჯახი ყოველთვის გამოირჩეოდა ალალ-მართალი შრომით. აქ მობრძანებული ყოველი ადამიანი თავს გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში, განუმეორებელი სტუმართმოყვარენი იყვნენ ყველანი, ყველა დროს!!!
ერთადერთი ვაჟიშვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ და….. დარჩნენ აბსოლუტურად განადგურებულნი! მთელი თაობების მრავალწლიანი ნაღვაწი ნახევარ საათში ნახშირად იქცა, აღარაფერი დარჩათ!!!
მაგრამ დარჩათ უმთავრესი ადამიანის ცხოვრებაში: ღირსება!!!
ჩვენ ვიხილეთ და ვხედავთ ენით აღუწერელ სიყვარულსა და თანადგომას;
საერთოდ, ჩემი ბიძაშვილები ხელოსანი ადამიანები არიან; არ არსებობს ხელსაქმე მათ არ გააკეთონ; აქედან გამომდინარე, უამრავი ადამიანი იცნობთ და გამომდინარე მათი კაცთმოყვარე და პატიოსანი ხასიათიდან, ბევრი მადლიერი ადამიანი ჰყავთ! ამის გათვალისწინებით, გუშინ, განსაცდელის ჟამს, როცა ჩემი ბიძაშვილი სასოწარკვეთილი, გამწარებული შეჰყურებდა თავისი დაკოჟრილი ხელით, ალალ- მართალი ოფლით შექმნილი ოჯახის ნახშირად ქცევას, საოცარი იყო ხალხის თანადგომა, მათი ნუგეში!
არ წყდება ადამიანთა რიგი, რომლებიც სთავაზობენ ყველანაირ შემწეობას!
მადლობა ყოველ მათგანს!
მადლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ გუბა საჯაიას, ბესიკ ფარცვანიას მერაბ შამუგიას.
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს; სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს და….რაც მთავარია,სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელს ვეფხია ფიფიას და მის ჯგუფს, რომლებმაც ყველა მათ ხელთ არსებული ძალა გამოიყენეს, მაგრამ იმდენად უსწრაფესად გავრცელდა ხანძარი, რომ ვერანაირად მოხერხდა სახლის გადარჩენა!“ – წერს მაია მარღია.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ოჯახი ქორწილისთვის ემზადებოდა როდესაც ეს სამწუხარო ამბავი მოხდა – “ერთადერთი ვაჟიშვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ და დარჩნენ განადგურებულნი!“ – წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 20 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ოჯახი-ქორწილისთვის-ემ/

