ოჯა­ხი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და რო­დე­საც ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და – “ერთადერთი ვაჟიშვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ და დარჩნენ განადგურებულნი!“ – წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
ოჯა­ხი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და რო­დე­საც ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და - “ერთადერთი ვაჟიშვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ და დარჩნენ განადგურებულნი!“ - წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

წა­ლენ­ჯი­ხა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­იწ­ვა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ, 19 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და. კად­რებს ად­გი­ლი­დან მაია მარ­ღია ავ­რცე­ლებს.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ხან­ძრის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

“სახ­ლი არის ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბი­ძაშ­ვი­ლის, ნუკ­რი მარ­ღი­ას უმ­ცრო­სი ვა­ჟიშ­ვი­ლის. ადა­მი­ა­ნის, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ალალ-მარ­თა­ლი შრო­მით იღ­ვა­წა დღემ­დე, თა­ვის შე­სა­ნიშ­ნავ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და ღირ­სე­უ­ლად გა­აგ­რძე­ლეს და და­ამ­შვე­ნეს მშობ­ლე­ბის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი ოჯა­ხი.

ვინც მათ იც­ნობს, და­მე­თან­ხმე­ბა და ვინც არ იც­ნობს, ვე­ტყვი, რომ ეს ოჯა­ხი ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და ალალ-მარ­თა­ლი შრო­მით. აქ მობ­რძა­ნე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი თავს გრძნობ­და, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ნი იყ­ვნენ ყვე­ლა­ნი, ყვე­ლა დროს!!!

ერ­თა­დერ­თი ვა­ჟიშ­ვი­ლის ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ და….. დარ­ჩნენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბულ­ნი! მთე­ლი თა­ო­ბე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ნაღ­ვა­წი ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ნახ­ში­რად იქცა, აღა­რა­ფე­რი დარ­ჩათ!!!

- Advertisement -
Ad imageAd image

მაგ­რამ დარ­ჩათ უმ­თავ­რე­სი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში: ღირ­სე­ბა!!!

ჩვენ ვი­ხი­ლეთ და ვხე­დავთ ენით აღუ­წე­რელ სიყ­ვა­რულ­სა და თა­ნად­გო­მას;

სა­ერ­თოდ, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ხე­ლო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან; არ არ­სე­ბობს ხელ­საქ­მე მათ არ გა­ა­კე­თონ; აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იც­ნობთ და გა­მომ­დი­ნა­რე მათი კაც­თმოყ­ვა­რე და პა­ტი­ო­სა­ნი ხა­სი­ა­თი­დან, ბევ­რი მად­ლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ჰყავთ! ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გუ­შინ, გან­საც­დე­ლის ჟამს, როცა ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, გამ­წა­რე­ბუ­ლი შეჰ­ყუ­რებ­და თა­ვი­სი და­კოჟ­რი­ლი ხე­ლით, ალალ- მარ­თა­ლი ოფ­ლით შექ­მნი­ლი ოჯა­ხის ნახ­ში­რად ქცე­ვას, სა­ო­ცა­რი იყო ხალ­ხის თა­ნად­გო­მა, მათი ნუ­გე­ში!

არ წყდე­ბა ადა­მი­ან­თა რიგი, რომ­ლე­ბიც სთა­ვა­ზო­ბენ ყვე­ლა­ნა­ირ შემ­წე­ო­ბას!

მად­ლო­ბა ყო­ველ მათ­განს!

- Advertisement -
Ad imageAd image

მად­ლო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერს, ბა­ტონ გუბა სა­ჯა­ი­ას, ბე­სიკ ფარ­ცვა­ნი­ას მე­რაბ შა­მუ­გი­ას.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლებს; სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟს და….რაც მთა­ვა­რია,სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს ვე­ფხია ფი­ფი­ას და მის ჯგუფს, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ძალა გა­მო­ი­ყე­ნეს, მაგ­რამ იმ­დე­ნად უს­წრა­ფე­სად გავ­რცელ­და ხან­ძა­რი, რომ ვე­რა­ნა­ი­რად მო­ხერ­ხდა სახ­ლის გა­დარ­ჩე­ნა!“ – წერს მაია მარ­ღია.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ოჯა­ხი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და რო­დე­საც ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და – “ერთადერთი ვაჟიშვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ და დარჩნენ განადგურებულნი!“ – წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 20 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ოჯახი-ქორწილისთვის-ემ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi