ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წლევანდელი წელი გამორჩეულად მოსავლიანია.

„საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ რთველთან დაკავშირებით. ველოდებით სარეკორდო მაჩვენებელს. წლევანდელი წელი გამორჩეულად მოსავლიანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გლეხები და ფერმერები მეტ ყურადღებას აქცევენ შაქრიანობას, დამწიფებას, რაც საბოლოო ჯამში, აისახება ქართული ღვინის ხარისხზე. კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დაახლოებით სამ-ოთხ კვირას გასტანს კიდევ ყურძნის ჩაბარება და რეკორდული მოსავალი სათანადოდ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე.

ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა პრემიერმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. 7 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-კობახიძე-სახელმწ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi