გარდაიცვალა მოდის იტალიელი დიზაინერი, მოდის გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და სახელი ჯორჯო არმანი. ის 91 წლის იყო.
ჯორჯო არმანი სახლში გარდაიცვალა. 2025 წლის ივნისში მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირველად გამოტოვა მილანის მოდის კვირეული, რომელზეც 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცის ტანსაცმლის ჩვენება გაიმართა.