700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების უპრეცედენტო საქმეზე დაკავებულის ვინაობა ცნობილია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

“კურიერისთვის” ცნობილი ხდება 700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების უპრეცედენტო საქმეზე დაკავებულის ვინაობა. დაკავებულია შპს “ფინის” დირექტორი კახა კოტორაშვილი.

49 წლის მამაკაცს, 2022-24 წლებში, უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ინფორმაციით, მან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.

ამავე საქმეზე განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა. სებ-ში თქვეს, რომ თანამშრომლობდნენ შესაბამის უწყებებთან და ჩართულები არიან საგამოძიებო პროცესში.

- Advertisement -
Ad imageAd image
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების უპრეცედენტო საქმეზე დაკავებულის ვინაობა ცნობილია. 17 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/700-მილიონამდე-უცხოური-ვალუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi