პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა რუსეთში

7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა რუსეთში

რუსეთში, კამჩატკასთან ახლოს 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ბიძგების ეპიცენტრი პეტროპავლოვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 125 კმ-ში დაფიქსირდა.

რუსული მედიის ცნობით, ძლიერი ბიძგების შემდეგ ცუნამის წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. მას ოთხი შემდგომი ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 5.1-დან 5.8 მაგნიტუდამდე იყო.

ცნობისთვის, კამჩატკა მაღალსეისმურ ზონაში მდებარეობს, სადაც ბოლო კვირის განმავლობაში, სულ მცირე, ორი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  რომელი ფერთა კომბინაციები ითვლება უგემოვნოდ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი