სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიები5 უცნაურობა ძველ ეგვიპტეში

5 უცნაურობა ძველ ეგვიპტეში

ლუდი კოშტებით – ეგვიპტელებს თავისებური სამზარეულო ჰქონდათ. მათ რაციონის დიდ ნაწილს პური და ლუდი შეადგენდა. ხოლო სულ ბოლოს, როგორც ცნობილია, ისევე პური, ოღონდ თხევადი, სასმლის ეგვიპტური ვარიანტი. ეს იყო ლუდი კოშტებით. მას ამზადებდნენ ხორბლის ან ქერის ბოლომდე არგამომცხვარი, დაფხვნილი პურითა და ფინიკის წვენით. ამ ნარევს დასადუღებლად ტოვებდნენ თაბაშირით დალუქულ კოკებში. შედეგად მიღებულ „ლუდს“ არა მარტო მილით წრუპავდნენ, არამედ ჭურჭლის ფსკერიდან ამოხაპულ ფაფასაც შეექცეოდნენ. ამას სვამდნენ ყოველდღე სახლში, მუშაობისას, მინდორში…

ფარაონთა პირამიდების მშენებლები ჰონორარის ნაწილს ოფიციალურად ლუდით იღებდნენ. ხოლო ზოგიერთ ისტორიულ პერიოდებში ეს სასმელი ვალუტად მიიჩნეოდა.

სხვათა შორის, ბავშვებსაც არ უშლიდნენ მის მიღებას: ჭამე ფაფა და გაიზარდე დიდი, – ეუბნებონენ შვილებს.

2. ზღარბები საუზმეზე – ეგვიპტელები ხორცს ნაკლებად ჭამდნენ, რამდენადაც დიდი საძოვრების გარეშე ნახირის გამოკვება და ყოლა არატრივიალურ საქმიანობად მიიჩნეოდა. არკანზასის უნივერსიტეტის ანთროპოლოგთა მიერ ფარაონ ეხნატონის ქვეშევრდომთა ნეშტებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ძველი ეგვიპტის მოსახლეობის უმეტესობა ცილის კლინიკური უკმარისობით იტანჯებოდა.

საქონლის ხორცი შეძლებული ოჯახების მენიუს ამშვენებდა, ხოლო ღორის ხორცის ჭამა ხომ საერთოდ არ შეიძლებოდა. ეს იმიტომ, რომ ის ღვთიურ ცხოველს წარმოადგენდა და ღმერთ სეტს ეკუთვნოდა.

მაგრამ, აი, ნიანგის ხორცს სიამოვნებით მიირთმევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ღვთიურ ცხოველად მიიჩნეოდა. შეიძლებოდა, ასევე, ბეჰემოტისა და სირაქლემის ჭამაც. ყველა ესენი გემრიელი და ყუათიანი იყო, მაგრამ ეგვიპტელებში მთავარ დელიკატესს ზღარბი წარმოადგენდა. მას თიხას შემოაგლესდნენ და ღუმელში ბრაწავდნენ. შემდეგ ზედა ფენას ეკლებთან ერთად გააძრობდნენ და ფინიკთან და ლუდთან ერთად მიირთმევდნენ.

3. კბილების წმენდა წიწაკითა და მარილით – ძველი ეგვიპტის მოსახლეობას ყოველთვის აწუხებდა კბილების პრობლემა, იმიტომ რომ ისინი ცხოვრობდნენ მიწაზე, რომელიც უდაბნოთი იყო გარემოცული. მარცვლეულის დაფქვისას ფქვილში დოლაბის ქვის ნაწილაკები ერეოდა. ეს ქვიშა შემდეგ ცომში ხვდებოდა და რა თქმა უნდა, პირის ღრუს და მით უმეტეს, კბილებს აზიანებდა.

  "ვერ ვითამაშე ლოგინად ჩავარდნილი დედის როლი და ვერ მაპატიეს" - ამბავი ქველმოქმედ ქალზე, რომლის ქალიშვილი ექსკურსიაზე გარდაიცვალა

მდიდარ ეგვიპტელებს კიდევ უფრო ცუდად ჰქონდათ საქმე, რადგან ისინი ძალზე ტკბილი საჭმლით იკვებებოდნენ. რასაც კი შეიძლებოდა, ყველაფერს თაფლს ურევდნენ, ამას ემატებოდა ფინიკი, ხოლო დასაყოლებლად ბროწეულის წვენს მოიხმარდნენ. მიიჩნეოდა, რომ საჭმელი, რომელიც პირის ღრუს თრიმლავდა, შეძლებული მოქალაქეების დელიკატესი იყო. ამიტომ კარიესით დაზიანებული კბილები ეგვიპტელებში ცხოვრების ნორმად მიიჩნეოდა. თუმცა, მათ ამასთან შეგუება, რასაკვირველია, არ უნდოდათ. ამიტომ კბილებს იწმენდნენ ისე, როგორც შეეძლოთ. მათ კბილის პასტაც კი გამოიგონეს, უფრო სწორად – ფხვნილი. ის შედგებოდა წვრილად დაფშვნილი ქვამარილის, წიწაკის, გამხმარი ზამბახის ყვავილისა და პიტნისგან. ყველაფერ ამას ნერწყვით ასველებდნენ და პირდაპირ თითებით ან დაღეჭილი მცენარის ყლორტით კარიესიან კბილებში შეიზელდნენ.

4. ბეჰემოთებთან ბრძოლა – ეს ცხოველი სერიოზული პრობლემა იყო ძველი ეგვიპტის მოსახლეობისთვის: ბეჰემოთები აოხრებდენ ნათესებს ნილოსის ნაპირებზე, ატრიალებდნენ მეთევზეთა ნავებს და ხოცავდნენ მათ გასაყრელად გამოსულ ადამიანებს.

გამძვინვარებული ბეჰემოთი – ეს არის მონსტრი, რომელთა გვერდით ყველანაირი ნიანგი, უბრალოდ, არაფერს წარმოადგენს. ასეთი ცხოველი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ეგვიპტელი მეურნის ნაკვეთში, რადგან ისინი დაცურავდნენ და დადიოდნენ, სადაც მოესურვებოდათ და მათ ვერანაირი ღობე ვერ უძლებდა.

გასაკვირი არ არის, რომ ეგვიპტელები ბეჰემოთებს ქაოსის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და ბოროტების ღმერთის – სეტის ერთ-ერთ ყველაზე უარეს განსახიერებად თვლიდნენ. ამიტომ, ამ ცხოველზე ნადირობა და მათი განადგურება ერთობ სასარგებლო საქმედ მიიჩნეოდა. ამ საქმით არც თუ იშვიათად მდიდარი ეგვიპტელები იყვნენ დაკავებული, განსაკუთრებით, ფარაონები, ეს ღმერთის მსგავსი მეფეები საკუთარი ხელით ანადგურებდნენ ბოროტების სიმბოლოს და თავისი ხალხის თაყვანისცემას იმსახურებდნენ.

ეგვიპტელებს არ გააჩნდათ იარაღი, რომლითაც შეეძლოთ შორი მანძილიდან მოეკლათ ბეჰემოთი: მათ ტყავი სქელი აქვთ, ისარი ვერაფერს აკლებდა, ხოლო თვალში მოხვედრება დიდ ჩუბინობას მოითხოვდა. ამიტომ ეგვიპტელები იყენებდნენ შუბს. საჭირო იყო ჰიპოპოტამის აგრესიის გამოწვევა ყვირილითა და ხმაურით, ასევე, ყოველგვარი ძველეგვიპტური წყევლით. როცა გაღიზიანებული ბეჰემოტი საპასუხოდ დაიღრიალებდა, მაშინ უნდა ესროლათ შუბი ხახაში.

  „ბავშვობა მქონდა ძალიან რთული, სოფლის ყოფა, გაჭირვება, უსახსრობა… ყველაფრისთვის მზად ვარ…“ - ლაშა ბექაური

ალბათ, წარმოგიდგენიათ, რომ ამის გაკეთება არც ისე ადვილი იყო, იმიტომ რომ მისი ნაკბენი კატასტროფული შედეგის მომტანი იყო ადამიანისთვის. მაგალითად, ფარაონი მენესი ამ ცხოველის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

სამაგიეროდ, თუ ნადირობა წარმატებით დამთავრდებოდა, სამაგალითო ნადიმი იმართებოდა, რადგან ხორცი და ქონი ამ ცხოველს უხვად ჰქონდა.

5. მოწმეების ცემა დაკითხვებზე – ძველ ეგვიპტეში საკმაოდ კარგად განვითარებული უფლებადამცველი სისტემა არსებობდა. ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ დროს ჩატარებული სასამართლო სხდომების შემორჩენილი ოქმებით. მაგრამ გამომძიებლები მაშინ მაინცდამაინც თავს არ იწუხებდნენ ადამიანის უფლებების დაცვით.

პაპირუსების ჩანაწერებში ნახსენებია, რომ ეჭვმიტანილთა დაკითხვები ხდებოდა შემდეგი წესით: დამნაშავეს აბამდნენ ბოძზე და ხელებსა და ფეხებზე ჯოხს იმდენ ხანს ურტყამდნენ, სანამ ის ყველფერს არ მოახსენებდა, რაც ფარაონის ნების პატიოსან აღმსრულებლებს უნდა სცოდნოდათ. ამასთანავე, დამსწრე მწერალი ოქმში აკეთებდა ჩანაწერს: „სცემეს ორმაგი ჯოხით“ ან „გაიროზგა“. ყველაფერი მკაცრად ფიქსირდებოდა – ვერაფერს შეედავები.

მაგრამ ერთობ უცნაურია, რომ კანონით ნებადართული იყო, ასე დაესაჯათ არა მარტო დამნაშავე, არამედ მოწმეებიც.

არის ჩანაწერები იმაზე, რომ უცემიათ ეჭვმიტანილის შვილები, ცოლი, მონები და უბრალოდ, ისინიც, ვინც გვერდით ჩაიარეს, რათა დადასტურებულიყო, რომ დანაშაული ნამდვილად მოხდა.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

თბილისის ძველი ქალაქის საიდუმლოებები

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი