პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიო5 დღის წინ ტყეში დაკარგული ბავშვი ცოცხალი იპოვეს - "ფოთლებით...

5 დღის წინ ტყეში დაკარგული ბავშვი ცოცხალი იპოვეს – “ფოთლებით და ველური ხილით იკვებებოდა”

6 წლის დანგ ტიენ ლამი, რომელიც ვიეტნამში, 17 აგვისტოს დაიკარგა, 5-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში იპოვეს. ბავშვი, თავის 9 ძმასთან ერთად, ნაკადულში თამაშობდა და ხეტიალისას დაიკარგა.

21 აგვისტოს, ადგილობრივმა ფერმერებმა ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს და ბიჭუნას დაკარგვის ადგილიდან 6 კმ-ში, ბუჩქებში მჯდარს მიაკვლიეს. ბავშვი იმდენად იყო დასუსტებული, რომ ფეხზე დგომა არ შეეძლო.

ხელისუფლების მოხსენებებში ნათქვამია, რომ ამ 5 დღის განმავლობაში, ბავშვი ფოთლებითა და ველური ხილით იკვებებოდა, სასმელად კი ნაკადულის წყალს იყენებდა, რამაც, საბოლოოდ, მისი სიცოცხლე იხსნა.

პოლიციის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

6 წლის დანგ ტიენ ლამის ძებნაში 150 ადამიანი იყო ჩართული – მათ შორის, პოლიცია, ჯარისკაცები და ადგილობრივი მოხალისეები.

  ირანმა რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები სთხოვა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი