საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იტალიაში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა.

ვიზიტისას მთავრობის მეთაური მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.

ირაკლი კობახიძე მილანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

- Advertisement -
Ad imageAd image

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იტალიაში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით. 10 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-პრემიერ-მინი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi