შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეს საკუთარი შეხედულებების, ღირსების და ავტორიტეტის დაცვა მოგიხდეთ . ვარსკვლავები გირჩევენ, აქტიურობა შეამციროთ და საკუთარი იდეებისა და გეგმების შესახებ არავის უამბოთ. გახსოვდეთ, რაც შეიძლება ნაკლები კონფიდენციალური საუბარი უცნობ ადამიანებთან.

კურო

ხელსაყრელი დღეა. თქვენი ოპტიმიზმი და სიმტკიცე პოზიტიურ სიტუაციას შექმნის. სასიხარულო მოულოდნელობა გელით. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის შემოინახოთ. შესაფერისი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობისა და სპორტისთვის.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. ოპტიმიზმი, კეთილგანწყობა და პიროვნული ხიბლი ადამიანებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს და ნდობას გაუზრდის. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში შეასრულოთ. სასიცოცხლო პოტენციალის შესუსტება ცდუნებების სურვილით აგავსებთ, რამაც შესაძლოა, პარტნიორთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაართულოს.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ეს დღე კარგი ამბებით დაიწყება, დიდი მოულოდნელობებით გაგრძელდება და საყოველთაო აღიარებით დასრულდება. ეცადეთ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება დაასრულოთ და ნათესავებთან ხანგრძლივი დავა შეწყვიტოთ.

ლომი

არახელსაყრელი დღეა. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თქვენი მონდომება მნიშვნელოვან შედეგს არ მოიტანს. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე შედეგების შეჯამებას და პრობლემებისგან ანალიზს დაუთმოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ორი, დიდი ხნის წინ გადამტერებული ადამიანი შეარიგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ინტერესები დაიცვათ და არავის მისცეთ უფლება, თქვენზე გავლენა მოახდინოს. გამორიცხული არ არის, მოვლენების მიმდინარეობა თქვენს სასარგებლოდ შეცვალოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა. თქვენი ოპტიმიზმი, კომუნიკაბელურობა და გავლენიანი ადამიანების მფარველობა მტკივნეული პრობლემის მოგვარებაში, დაწყებული საქმეების დასრულებაში და ახლის დაგეგმვაში დაგეხმარებათ. ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა.

მორიელი

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია სულიერი დისკომფორტი. ეცადეთ, ფიზიკურად და გონებრივად არ გადაიღალოთ. სასურველია, განმარტოება და დასვენება.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისათვის. იმედგაცრუების, ან ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად, სიფრთხილე გამოიჩინეთ შესყიდვის, ან საბუთების გაფორმების დროს. წუხანდელი სიზმარი ერთ კვირაში ახდება. სარკე სიზმარში – ინტიმური ურთიერთობები ან ქორწინებაა.

  „იმისთვის, რომ ბავშვი იყოს ნიჭიერი, წარმატებული და ბეჯითი, მას უნდა ჰქონდეს დადებითი ემოციები, რადგან წარმატება დგება მხოლოდ ბედნიერ და გახარებულ ტვინში“

თხის რქა

დღეს, საკუთარი შეხედულების დაცვა მოგიწევთ. შესაძლოა, პარტნიორისგან ვალდებულებების შესრულება მოითხოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ინტერესები აქტიურად დაიცვათ. შეიძლება, მოვლენების მიმდინარეობა თქვენ სასარგებლოდ შეცვალოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა თანამშრომლებთან, ან ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, ასევე – ქორწინებისთვის. მეგობრების რჩევა და გავლენიანი ადამიანების მფარველობა ძალიან დაგეხმარებათ. დღეს, არ შეიძლება სიძუნწის, სიხარბის და უნდობლობის გამოჩენა. ახლობელ ადამიანებში ეჭვი არ შეიტანოთ.

თევზი

პასიური, მძიმე დღეა. მუშაობაში ჩართვა გიჭირთ და საქმიანობის შეცვლაზე ფიქრობთ. მოერიდეთ დეპრესიულ განწყობას და ახალ პასუხისმგებლობებს. ეცადეთ, ძველი საქმეები მშვიდად დაასრულოთ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი