შაბათი, თებერვალი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„არაჩვეულებრივ მამაკაცს შევხვდი, მაგრამ მესამედ გათხოვების მეშინია“ - 27 წლის ქალის წერილი

„არაჩვეულებრივ მამაკაცს შევხვდი, მაგრამ მესამედ გათხოვების მეშინია“ – 27 წლის ქალის წერილი

ჟურნალი „თბილისელები“ 27 წლის მარიამის წერილს აქვეყნებს, რომელიც პირად ცხოვრებაზე ჰყვება და ამობს, რომ ორი ოჯახის დანგრევის შემდეგ, მესამედ დაოჯახების შიში აქვს.

„ადრეულ ასაკში გავთხოვდი. რასაკვირველია, რამდენიმე თვეში გავაანალიზე, რომ ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვიყავი, მხოლოდ სიმპათია მქონდა იმ ბიჭის მიმართ და არა სიყვარული. ვხვდებოდი, აღარ მინდოდა მასთან, მაგრამ მშობლებისთვის ამის თქმის მეშინოდა.

ორი წელი ვიტანჯე, შვილიც არ მეყოლა და გავშორდი. მიუხედავად ყველაფრისა, იმხელა სტრესი მივიღე, ახლაც მზარავს, ჩემი იმდროინდელი ემოცია და განცდა რომ მახსენდება. რამდენიმე წელი დამდევდა ჩემი მეუღლე, მთხოვდა შემირიგდიო, მაგრამ უარს ვეუბნებოდი. ბოლოს თავი დამანება და ცოლი მოიყვანა. მე მუშაობა დავიწყე, საზოგადოებაში გავედი, ცოტა გადავიხალისე ცხოვრება და ისევ შევხვდი ბიჭს, რომელსაც შევუყვარდი. მეც არ ვიყავი მის მიმართ გულგრილი. მასთან შეხვედრები რომ დავიწყე, მშობლებისთვის არ დამიმალავს. ისინი კი პანიკობდნენ: განათხოვარი გოგო ხარ, არ მოგატყუოს, ეგ ბიჭი შენი ცოლად მომყვანი არ არის და კიდევ ერთი ტკივილი უნდა გადაიტანო, დაანებე თავიო. იმდენი ქნეს, ბოლოს ჩუმად მიწევდა მისი ნახვა და რომ გაიგო, ჩემი მშობლების პოზიცია, მომკიდა ხელი და თავის სახლში მიმიყვანა. მშობლებს დაუმალა განათხოვარი რომ ვიყავი და მეც მკაცრად გამაფრთხილა: ცოტა აზიატი დედ-მამა მყავს, ჯერ იყოს ასე, როგორც არის, კარგად გაგიცნონ, შეგეჩვიონ, შეუყვარდები და მერე რომ ვეტყვი, განათხოვარიაო, მძაფრი რეაქცია არ ექნებათ და ყველაფერი დალაგდებაო. აქაც მოვტყუვდი. მთელი სამი თვე ვმალავდით ჩემს განათხოვრობას და შემთხვევით გაიგეს ჭორიკანა ნათესავისგან. რომ არ ველოდი, ისეთი ამბავი ატყდა, არ გვინდოდა ჩვენი დედისერთა ბიჭისთვის სხვისი კაცის გამონაცვალი გოგოო. ორსულად რომ დავრჩი, ვიფიქრე, ახლა მაინც დამშვიდდებიან–მეთქი, მაგრამ უარესებს სჩადიოდნენ. მე და ჩემი ქმარი იძულებული გავხდით, ბინა გვექირავებინა და, რომ არ მენერვიულა, იქ გადავსულიყავით. იქაც მომწვდნენ. ერთი სიტყვით, როგორც იქნა, ვიმშობიარე და ბავშვის მოვლაში, რომ მომხმარებოდნენ, ცოტა ხნით ჩემს მშობლებთან გადავედი. არ ვიცი, რა მოხდა, ჩემი ქმარი ისე შეიცვალა, ვერ ვცნობდი. თავიდან სულ ჩვენ გვერდით იყო, მერე დაიწყო ღამით თავის მშობლებთან დარჩენა და ბოლოს, დღეები ისე გადიოდა, არც კი გვკითხულობდა. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, ურთიერთობა გაგვიფუჭდა, ვიკამათეთ და რომ გაიჯახუნა კარი და წავიდა, უკან აღარც მოუხედავს. ბავშვსაც კი არ კითხულობდა. სამი წლის მერე გაახსენდა, რომ მამაა და ბაღში მიაკითხა. მერე სასეირნოდაც მიჰყავდა, ბებია-ბაბუაც გააცნო, მაგრამ მე არ მიკარებდა. დღემდე არ ვიცი რა მოხდა. ახსნა რომ ვთხოვე, მიპასუხა: თავი დამანებე, შენ გამო ჩემებს დავუპირისპირდი. მივხვდი, შეცდომა დავუშვი. ახლა კი არ მინდა სხვის კარდაკარ სიარული, მე მაქვს ჩემი სახლი და მაცადე მშვიდად ცხოვრებაო. მერე, მანაც ცოლი მოიყვანა, თუმცა ბავშვთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ორჯერ განათხოვარი და მარტოხელა დედის სახელი რომ დამერქვა, ჩემები ამაზე სულ გადაირივნენ. ბავშვს ვუვლიდი, ვმუშაობდი და ვცდილობდი, მეგობრებთანაც აქტიური ურთიერთობა მქონოდა. სოციალურ ქსელში ჩემი ყოფილი თანაკლასელი ბიჭი შემეხმიანა. კლასელების შეკრებას გაუკეთა ორგანიზება და ერთ-ერთი კლასელის ბინაში შევიკრიბეთ. იქ გავიცანი ჩემი ყოფილი თანაკლასელის ბიძაშვილი, რომელიც მომეწონა. ვგრძნობდი, რომ ჩემ მიმართ სიმპათია გაუჩნდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ მამაკაცთან სიახლოვემ სხვა ემოცია შემოიტანა ჩემში. მას მერე ერთი წელი გავიდა და ისევ ჩუმად ვხვდებით. ცოლთან გაშორებულია და ყოფილთან მასაც ერთი შვილი ჰყავს. მეხვეწება: ხომ ხედავ, უერთმანეთოდ რომ აღარ შეგვიძლია და დავიწყოთ ერთად ცხოვრება, შევქმნათ ოჯახიო. მოვიტყუები, რომ ვთქვა, არ მინდა მასთან ცხოვრება-მეთქი, მაგრამ მეშინია. ქმრებთან განშორების მერე, ორჯერ ისეთი საშინელი რამ გადავიტანე, აღარ მინდა იგივე დამემართოს. არადა, შიშის გამო როგორ ვთქვა უარი მამაკაცზე, რომელიც ჩემი ოცნების ადამიანი აღმოჩნდა. არ ვიცი როდემდე დავმალავთ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანის გვერდით ნამდვილ ქალად ვგრძნობ თავს და იდეალური ქმარი იქნება“, – წერს 23 წლის მარი.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

თებერვალი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი

ჩიას თესლი – ბუნებრივი სუპერფუდი

თებერვალი 22, 2025
ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

ნაადრევი მენსტრუაცია – როგორ აისახება ქალის ჯანმრთელობაზე?

თებერვალი 21, 2025
სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

სრულყოფილი გზამკვლევი ბარსელონასთვის: ადგილები, ხარჯები, კვება

21 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი