სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ბინა, რომელიც მაჩუქეს გავყიდე, სხვა გზა არ მქონდა“ - როგორ ცხოვრობს კარდენახელი...

„ბინა, რომელიც მაჩუქეს გავყიდე, სხვა გზა არ მქონდა“ – როგორ ცხოვრობს კარდენახელი ვანო, რომელიც წლების წინ მთელმა საქართველომ შეიყვარა

2012 წელს პრო­ექტ “ნი­ჭი­ერ­ში“ ვანო ფი­ფი­ამ თა­ვი­სი ნამ­ღე­რით დარ­ბა­ზი ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა. მას შემ­დეგ ბევ­რი წელი გა­ვი­და, მაგ­რამ მის შე­სა­ხებ დიდი ხა­ნია არა­ფე­რი გაგ­ვი­გია.

აღ­მოჩ­ნდა, რომ კარ­დე­ნა­ხე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც მა­შინ გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წლე­ბია, დე­დას­თან და დას­თან ერ­თად ზემო ეწერ­ში ცხოვ­რობს. ძა­ლი­ან უნდა მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა და ფიქ­რობს, რომ ამის­თვის თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­დეს, რად­გან სა­დაც ახლა ცხოვ­რობს “იქ სამ­სა­ხუ­რე­ბი არ არის”.

– ვანო, თქვენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, სად ცხოვ­რობ ახლა, რას საქ­მი­ა­ნობ?

– მე, დედა და ჩემი და ზედა ეწერ­ში ვცხოვ­რობთ, არ ვმუ­შა­ობ. აქ ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა “დახ­მა­რე­ბი­სა და ინ­ტეგ­რი­რე­ბის ლიგა,“ მუ­სი­კა­ლუ­რი ან­სამ­ბლი აქვთ, სა­დაც ვმღე­რი, ძი­რი­თა­დად საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოვ­დი­ვართ, გზის ფულს გვი­ფი­ნან­სე­ბენ. ჩემი უფ­რო­სი ძმა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს.

– მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა არ გიც­დია?

– აქ არა­ფე­რია რომ ვი­მუ­შაო. თბი­ლის­ში მინ­და ჩა­მო­ვი­დე. პრო­ფე­სი­ით პროგ­რა­მის­ტი ვარ. არა­ერ­თხელ მქო­ნია მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის მცდე­ლო­ბა, ზოგ­მა მი­თხრა, კად­რე­ბი არ გვჭირ­დე­ბა, ზოგ­მაც და­გი­რე­კავ­თო… მაგ­რამ თა­ვი­დან გი­ცი­ლე­ბენ. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთხელ ვმუ­შა­ობ­დი, სვა­ნეთ­ში, ჰეს­ზე, მაგ­რამ შემ­დეგ გა­ჩერ­და და მეც ისე დავ­რჩი.

– მხო­ლოდ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ, რეს­ტო­რან­ში თუ გიც­დია მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა?

– არ მიც­დია, მაგ­რამ რომ შე­მომ­თა­ვა­ზონ დავ­თან­ხმდე­ბი, გა­აჩ­ნია სად იქ­ნე­ბა.

– თბი­ლის­ში რო­გორ იცხოვ­რებ, ბი­ნის ქი­რას რო­გორ გა­და­იხ­დი?

– გა­ვი­ჭირ­ვებ, სხვა გზა არ არის, უნდა მო­ვერ­გო ცხოვ­რე­ბას. ჩემი პენ­სი­ით ვირ­ჩენთ თავს, დედა მუ­შა­ობს ხოლ­მე თხი­ლის კრე­ფის დროს, მეც ვეხ­მა­რე­ბი. ფი­ზი­კუ­რი შრო­მა შე­მიძ­ლია, მას შემ­დეგ რაც ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე, ბევ­რი წელი გა­ვი­და და ცოტა მე­ტყო­ბა, მაგ­რამ სი­ა­რუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი შე­მიძ­ლია. იმა­ზე უკეთ ვარ, ვიდ­რე ვი­ყა­ვი.

გული არა­ფერ­ზე მწყდე­ბა, დღე­საც მცნო­ბენ. ხან­და­ხან ტიკ-ტოკ­ზე შევ­დი­ვარ, ვერ­თო­ბი, ვსა­უბ­რობ ადა­მი­ა­ნებ­თან.

ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ბა­თუმ­ში მა­ჩუ­ქეს, გავ­ყი­დე. ბოლო ოპე­რა­ცი­ის დროს ფული დამ­ჭირ­და და სხვა გზა არ მქონ­და.

– მახ­სოვს კა­ხეთ­ში ცხოვ­რობ­დით…

– მა­მი­ნაც­ვალ­მა ის ბინა გა­ყი­და, თურ­ქეთ­ში წა­ვი­და და აღარ ჩა­მო­სუ­ლა, იქ ჩარ­ჩა.

– ვანო, შენს პრო­ფე­სი­ა­ზე უფრო მეტი რომ მოგ­ვიყ­ვე, იქ­ნებ გა­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნი ვინც და­გა­საქ­მებს.

– მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს თუ გახ­სოვთ, წი­თე­ლი ჯვა­რი აფი­ნან­სებ­და კომ­პი­უ­ტე­რულ სწავ­ლე­ბას და დიპ­ლომს აძ­ლევ­დნენ ჩვე­უ­ლებ­რივ. არ ვა­წუ­ხებ არა­ვის, რომ და­მა­საქ­მონ.

– ცოტა ხნის წინ კარ­გი მა­გა­ლი­თი იყო თედო ბე­ქა­უ­რის ამ­ბა­ვი, რო­დე­საც ბინა და სამ­სა­ხუ­რი მი­ი­ღო.

– მე და თედო ერ­თად ვსწავ­ლობ­დით სა­სუ­ლი­ე­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში, კარ­გად ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, მივ­წე­რე კი­დეც, მაგ­რამ ალ­ბათ არ ეცა­ლა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და მისი წარ­მა­ტე­ბა, ვი­ცო­დი, რომ მო­ი­გებ­და. ძა­ლი­ან და­უ­ფა­სე­ბე­ლი იყო, სა­ნამ “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში”მოხ­ვდე­ბო­და.

– სა­კუ­თა­რი სახ­ლი შენც არ გაქვს?

– კი, ვი­ყი­დე პა­ტა­რა, ჩემ­თვის სამ­ყო­ფი სახ­ლი, სა­დაც დე­დას­თან და დას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. თბი­ლის­ში თუ ჩა­მო­ვალ მინ­და, რომ ორი­ვე სფე­როს გავ­ყვე, მუ­სი­კა­საც და ჩემს პრო­ფე­სი­ა­საც, ორი­ვე­ში შრო­მა ჩავ­დე.

– რა გახ­სოვს ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ წლე­ბი­დან, რო­დე­საც ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე გა­მოხ­ვე­დი და მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­გიც­ნო.

– ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი. მახ­სოვს, რო­დე­საც ეთერ­ში გა­ვი­და ჩემი ნო­მე­რი, მე­ო­რე დღეს დე­დას­თან ერ­თად ბა­ზარ­ში წა­ვე­დი და რომ მახ­სენ­დე­ბო­და რა ხდე­ბო­და. მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე ის წლე­ბი, კარ­გი იყო. დღე­საც ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს ვმღე­რი რო­გორც მა­შინ, სხვა ჟანრს არ ვე­კა­რე­ბი.

– დედა რო­გორ არის ახლა, მა­შინ სულ დაგ­ყვე­ბო­და თან

– ახ­ლაც ასეა, მაგ­რამ ცოტა მო­უკ­ლო ჩემ­თან ერ­თად სი­ა­რულს, მა­შინ ფი­ზი­კუ­რად მჭირ­დე­ბო­და გვერ­დით დგო­მა.

– რო­დე­საც ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­გი­კავ­შირ­დი, არ და­ი­ჯე­რე რომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი..

– ტიკ-ტოკ­ზე ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, იმ წლე­ბის “ნი­ჭი­ერ­ში“ რომ გა­მო­ვე­დი. ასე­თი სცე­ნა იყო, სოფო ნი­ჟა­რა­ძე მე­კი­თხე­ბა რა გქვია, – ვანო, რას იმ­ღე­რებ, – “შენ­მა სურ­ვილ­მა დამ­ლია”. ეს ვი­დეო გა­და­ა­კე­თეს და ისეა, რომ გა­მარ­ჯო­ბა­ზე, სიმ­ღე­რა­ზე, დამ­შვი­დო­ბე­ბა­ზე, ყვე­ლა­ფერ­ზე ვა­ნოს ვი­ძა­ხი და მწე­რენ ხოლ­მე, მარ­თლა ყვე­ლა­ფერ­ზე ვა­ნოს იძა­ხიო. მე­გო­ნა, რომ თქვენც ამ თე­მა­ზე და­მი­კავ­შირ­დით.

ინ­ტერ­ვი­უს და­სას­რულს ყვე­ლას მად­ლო­ბას გა­და­გიხ­დით, ვი­საც გახ­სო­ვართ და მად­ლო­ბას ვუხ­დი “რუს­თა­ვი 2“-ს, ისი­ნი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, მე ისევ ის ვანო ვიქ­ნე­ბო­დი, ვი­საც არა­ვინ არ იც­ნობ­და. წყარო

გაიხსენეთ, ვანო ფიფიას ყველაზე ემოციური და პოპულარული ნომერი ნიჭიერში:

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი