ორშაბათი, ნოემბერი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა დაასრულეს

31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა დაასრულეს

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა 6-თვიანი ეროვნული სამხედრო სამსახური დაასრულეს. ღონისძიება სენაკში, 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ბაზაზე გაიმართა. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეულ პირებს სამხედრო სამსახურის დასრულება დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედროები მე-3 ქვეითი ბრიგადის მოძღვარმა, მამა გობრონმა დალოცა. მათ სხვადასხვა სახის უწყებრივი მედლები და მადლობის სიგელებიც მიიღეს. ღონისძიებას დასავლეთის სარდლობის შტაბისა და მე-3 ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ასევე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეული პირების ოჯახის წევრები.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილმა საქართველოს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა. სამხედროები დასავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გააგრძელებენ. კითხვის გაგრძელება…

  (ვიდეო/ნუცას დღიური) მომზადების წესი - როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი თანაბრად
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი