„დიდგორი 2025“-ის ფარგლებში ჩოხატაურში ხანძარზე რეაგირებისა და რეიდის იმიტირებული სწავლება გაიმართა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2025“ აღსრულება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების ფარგლებში დაგეგმილი საველე კომპონენტები ტაქტიკურ დონეზე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწასა და კოორდინაციის გაღრმავებას ითვალისწინებს.

ამ მიზნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სიმულაციური სცენარის მიხედვით, ხანძარზე რეაგირების და რეიდის ერთობლივი ოპერაციები განხორციელდა. სწავლებაში კოორდინირებულად და სინქრონიზებულად მოქმედებდნენ სახელმწიფო უწყებების ქვედანაყოფები. ერთობლივ ოპერაციებში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფები, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეცდანიშნულების ჯგუფი, სსიპ თავდაცვის მოხალისის წარმომადგენლები, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საპატრულო პოლიცია, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ბრიგადა და ადგილობრივი თვითმმართველობის ელემენტები.

საველე სწავლებას კრწანისში მდებარე ფორმირებული შტაბიდან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ და სცენარით გათვალისწინებულ შემდეგ მოქმედებებს ახორციელებდნენ. კითხვის გაგრძელება…

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „დიდგორი 2025“-ის ფარგლებში ჩოხატაურში ხანძარზე რეაგირებისა და რეიდის იმიტირებული სწავლება გაიმართა. 17 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დიდგორი-2025-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi