არაპროგნოზირებადი დაავადებაა და შეიძლება, თავს მოულოდნელად დაგვატყდეს… – ექიმის გაფრთხილება

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ნეიროოტოლოგი, პროფესორი ეკა ხარხელი გადაცემაში “პირადი ექიმი” საუბრობს, რატომ შეიძლება, პოზიციური თავბრუსხვევა დაგვემართოს და რა პრობლემებს იწვევს ეს:

„ესეც ერთ-ერთი არაპროგნოზირებადი დაავადებაა და შეიძლება, თავს მოულოდნელად დაგვატყდეს. განსაკუთრებით ფიზიკური გადაღლის შემდგომ.

როცა სახლში ყოფნის დღეებში ვიტვირთებით, ვაკეთებთ გენერალურ დასუფთავებას, თუნდაც ფარდის დაკიდების დროს, ან თაროდან გარკვეული საგნების ჩამოღების დროს, შეიძლება, პოზიციური თავბრუსხვევა დაგვეწყოს, რომელსაც აუცილებლად ტრიალის ხასიათი აქვს.

თავის ზემოთ-ზემოთ მოძრაობისას, ან საწოლში გვერდზე გადაბრუნებისას, წამოდგომისას მოულოდნელად ტრიალის შეგრძნება გვეწყება.

- Advertisement -
Ad imageAd image

გააჩნია, როგორი ფორმის პოზიციური თავბრუსხვევა გვაქვს. შეიძლება, რამდენიმე წამიდან 1 წუთამდე გაგრძელდეს, ან კიდევ გახანგრძლივებული ხასიათის იყოს, თუ კრისტალები გარკვეულ ადგილასაა მიწებებული და გრავიტაციის ზემოქმედების გამო, მუდმივ ზემოქმედებას იწვევს.

შესაბამისად, ვისაც აქვს გამოცდილება და იცის, რა სჭირს, ან თუ არ იცის, აქვს იმის მოლოდინი, რომ თავის აწევაზე შეიძლება თავბრუ დაეხვეს, უნდა გაფრთხილდეს და გარკვეულ ქმედებებს მოერიდოს. იმიტომ, რომ ყველაზე ხშირად უეცარი დაცემის შეგრძნება ახლავს. შესაბამისად, მოტეხილობები და სრულიად არასასურველი შედეგი მოაქვს. ადამიანი მოწყვეტით ეცემა.“ – ამბობს ექიმი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). არაპროგნოზირებადი დაავადებაა და შეიძლება, თავს მოულოდნელად დაგვატყდეს… – ექიმის გაფრთხილება. 17 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/არაპროგნოზირებადი-დაავა/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T02:21:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi