უმაღლესი განათლების რეფორმა, როგორც ჩანს, უცხოელ სტუდენტებსაც შეეხება – რა პოზიცია აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების შესაძლო აკრძალვაზე?

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

მთავრობის მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმა, როგორც ჩანს, უცხოელ სტუდენტებსაც შეეხება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სწავლას მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებში უნდა აგრძელებდნენ, რადგან მისი ხედვით, „ბიზნეს საქმიანობა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს“.

ინტერპელაციის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მაგალითად მოიყვანა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტის თანხებით შექმნილი განათლების ინფრასტრუქტურა ქართველი ექიმების მომზადებას უნდა ემსახურებოდეს.

მისივე თქმით, უცხოელი სტუდენტების კერძო უნივერსიტეტებში გადასვლით სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაახლოებით 80 მილიონლარიანი დანაკლისი შეექმნება, თუმცა ამ თანხის მცირე ნაწილი თავადვე შევა უნივერსიტეტში, დანარჩენს კი სახელმწიფო აპირებს აუნაზღაუროს. „რესურსი ამისთვის არსებობს“, — აღნიშნა პრემიერმა.

ამავე უნივერსიტეტში დღეს დაახლოებით 3 500 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რისგანაც გრძელვადიან საფუძველზე უნივერსიტეტი დაახლოებით 80 მილიონ ლარს იღებს. რექტორი ირაკლი ნატროშვილი მთავრობის ინიციატივას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ფინანსურ დანაკლისს სახელმწიფო სრულად დაფარავს.

მისი თქმით, სამედიცინო პროგრამები მაღალი დანახარჯით გამოირჩევა და არსებული ვაუჩერების მოცულობა ვერ ფარავს რეალურ ხარჯებს. წლების განმავლობაში ეს სხვაობა უცხოელმა სტუდენტებმა ანაზღაურეს, რადგან მათი გადასახადი უფრო მაღალი იყო. ამასთან, უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურისა და აკადემიური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საერთაშორისო სტუდენტებზე იხარჯებოდა. ნატროშვილის განცხადებით, ახლა ეს პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოზე გადავა და ქართული სტუდენტების განათლების დაფინანსებას ბიუჯეტი უზრუნველყოფს. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება „სწორი და არგუმენტირებულია“.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). უმაღლესი განათლების რეფორმა, როგორც ჩანს, უცხოელ სტუდენტებსაც შეეხება – რა პოზიცია აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების შესაძლო აკრძალვაზე?. 3 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/უმაღლესი-განათლების-რეფო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi