ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალი3 წლის ბავ­შვს ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა - გაჩერებულ მანქანაში მარტო იყო, რა დროსაც...

3 წლის ბავ­შვს ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა – გაჩერებულ მანქანაში მარტო იყო, რა დროსაც კარი გახსნა და გზაზე გადასვლა სცადა

თელავში სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც 3 წლის ბავშვი დაშავდა. ინციდენტი ჭავჭავაძის ქუჩაზე დაფიქსირდა. მცირე ასაკის ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მას ამჟამად პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი გაჩერებულ ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. იგი მანქანიდან გადმოსვლას ცდილობდა და სწორედ იმ მომენტში, როცა კარი გააღო და გზაზე გადადიოდა, ავტომობილი დაეჯახა.

დაზარალებული კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადიამ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მიმდინარეობს გარემოებების დადგენა.

  3000 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე, რომელმაც ავტობუსის მოსაცდელი თაღლითურად პირად საკუთრებაში დაირეგისტრირა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი