ვერძი
აქტუალურია მგზავრობის, გადაადგილების თემა. იყავით ყურადღებით, არის დანაკარგების ალბათობა, მოუფრთხილდით ძვირფას ნივთებს.
კურო
ნელ-ნელა თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება, უნდა გადაერთოთ ოჯახისა და საყოფაცხოვრებო საკითხებიდან სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე.
ტყუპები
მოაგვარეთ საოჯახო საკითხები, მეტი ენთუზიაზმი გამოიჩინეთ ძველი ურთიერთობების აღსადგენად. მყისიერად მოაგვარეთ უთანხმოებები და წარმოქმნილი პრობლემები.
კირჩხიბი
კარგი დროა რომანტიკული ურთიერთობებისა და ნაცნობობისთვის, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, სძლიეთ შფოთს და შიშს. ნუ მოიქცევით დაუფიქრებლად და შეინარჩუნეთ წონასწორობა.
ლომი
შემოქმედებითი აღმავლობისა და დიდი საქმეების დრო დადგა, სასიკეთოა, საქმიან პარტნიორებთან ერთად, ახალ პროექტზე მუშაობა.
ქალწული
იყავით თავდაჯერებული და ეცადეთ, სწრაფად აღკვეთოთ პრობლემები და ხარვეზები მოულოდნელი შემთხვევის, თუ გაურკვეველი ვითარების შემთხვევაში.
სასწორი
დღეს, პასუხის გარეშე, სჯობს, დატოვოთ არაკეთილმოსურნეთა უადგილო რეპლიკები და გამოხდომები, მყუდრო გარემო თქვენი ოჯახის მშვიდობიან ატმოსფეროს კიდევ უფრო ჰარმონიულს გახდის.
მორიელი
პირად ურთიერთობებში სრული იდილიაა, თუ პარტნიორს დაშორდით და ამას ახლა ნანობთ, ის დროა, მასთან ურთიერთობა აღადგინოთ. შესაძლოა, ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება იყოს აქტუალური.
მშვილდოსანი
შეეცადეთ, შეიცვალოთ გარემო, მიიპატიჟეთ თანამოაზრეები, ეს არა მარტო სასიამოვნო იქნება ყველასთვის, არამედ სასარგებლოც.
თხის რქა
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და მიმართეთ საპროფილაქტიკო ღონისძიებებს. მოიმარაგეთ და დაამზადეთ შემოდგომა-ზამთრისთვის საჭირო პროდუქტები, კონსერვები. წესრიგში მოიყვანეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა.
მერწყული
ახლა ძალიან მოგიხდებათ ქალაქგარეთ მოგზაურობა და გარემოს შეცვლა, ამგვარად, მიიღებთ სასიამოვნო ემოციებს, დაიმუხტებით ახალი ენერგიით და აიმაღლებთ გუნება-განწყობას.
თევზები
თამამად გასწიეთ სავაჭრო ცენტრებისკენ, შეიძინეთ რაიმე, როგორც საკუთარი, ასევე, ოჯახის წევრების სიამოვნებისთვის, დაკავდით იმ საქმიანობით, რაც გაგახარებთ და ძალებს შეგმატებთ.
მასალის გამოყენების პირობები