29/10/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
9 სექტემბერი გულის მსფოლიო დღეა
ამ დღის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესახებ.
გულის მსოფლიო დღე 1999 წლიდან აღინიშნება. დაავადებათა პრევენციის თემა მსოფლიო სამედიცინო საზოგადოებაში დღესაც აქტუალურია.
გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება, მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესახებ.
სახელმწიფოს მხრიდან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ არაერთი სამედიცინო მომსახურება ფინანსდება, 2022 წლიდან კარდიოქირურგიისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპონენტში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა
2022 წლიდან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უფასო წვდომაზე დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნა, ძვირადღირებული იმპლანტირებადი აპარატი ყველა პაციენტს უსასყიდლოდ გადაეცემა. ცვლილებებამდე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გულის მოწყობილობებს უფასოდ მხოლოდ განსაზღვრული კატეგორიების პაციენტები (პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, შშმ პირები) იღებდნენ.
დღეს აპარატი საყოველთაო ჯანდაცვის ყველა ბენეფიციარისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი!
საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა უწევთ, რომლის ოდენობა, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად, 0-დან 30 % – მდე განისაზღვრება.
2022 წლიდან გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, ოპერაციების დაფინანსების გამარტივების მიზნით, რეფერალიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადავიდა. ბენეფიციართა დაფინანსების პროცესი გახდა უფრო მარტივი და სწრაფი. 100%-ით ფინანსდებიან: 18 წლამდე პირებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, დევნილებისთვი, საპენსიო ასაკის ვეტერანებისთვის, შშმ ვეტერანებისა და მიზნობრივი ჯგუფებისთვის გულის მანკის მკურნალობა 100%-ით ფინანსდება; ხოლო სხვა მოქალაქეებისთვის პაკეტის შესაბამისად 70-90%-ით
გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა ორ მიმართულებას მოიცავს – კათეტერიზაციასა და ქირურგიას.
დაფინანსება ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, კერძო სადაზღვევო პროგრამაში ჩართულ პირებზე.
ცვლილებების შემდეგ, უკვე ჩატარებულია 125 ოპერაცია, რაც სახელმწიფომ მილიონზე მეტი ლარით დააფინანსა.
2022 წლიდან მოიხსნა აბლაციის დაფინანსებისას არსებული შეზღუდვები,შესაბამისად სახელმწიფო დაფინანსებით, უფრო მეტი ადამიანი შეძლებს აბლაციის ჩატარებას, იზრდება მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნლოვნად გაუმჯობესდება.
სახელმწიფოს მიერ ფინანასდება გულ-სისხლძარღვთა დაავდებების სამკურნალო ქრონიკული მედიკამენტები.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze