პარასკევი, სექტემბერი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალი23 წლის ბიჭი დააკავეს - ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, მტკვარში გადავარდნილი...

23 წლის ბიჭი დააკავეს – ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, მტკვარში გადავარდნილი მანქანის მგზავრებს, ამ დრომდე ეძებენ

შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

უწყების ინფორმაციით დაკავებულია 23 წლის ახალგაზრდა ბიჭი. 

მტკვარში მაშველები ამ დრომდე ეძებენ სამ ახალგაზრდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს. – მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

მეხანძრე-მაშველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, აღნიშნულ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირის წყლიდან უვნებლად ამოყვანა შეძლეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი