22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა თემაზე „ტყე და დედამიწა“ პრეზენტაციები წარადგინეს.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 22 ტუიას სახეობის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობას თავად მოსწავლეები უზრუნველყოფენ.

ღონისძიებას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დედამიწის დღესთან დაკავშირებით,  მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა და დარგში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა სატყეო რეფორმის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესება ტყის ეკოსისტემის დაცვით და შენარჩუნებით“, – აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

დედამიწის დღე გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დღეა,  რომელიც 1970 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა. მისი ინიციატორი ამერიკელი სენატორი გეილორდ ნელსონი იყო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). 22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. 22 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/22-აპრილს-დედამიწის-დღე-აღი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T22:58:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi