სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა, კვერცხის კი...

2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა, კვერცხის კი გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.7 პროცენტით შემცირდა და 812.2 ათასი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 389.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.2 პროცენტით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 182.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 18.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.0 პროცენტით გაიზარდა და 9 981.3 ათასი ფრთა შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში რძის წარმოებამ 156.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.1 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 18.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 9.0 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 170.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  „ვიწყებთ ჩვენი დაპირების სამართლებრივი ნაწილის შესრულებას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიგნებების საფუძველზე ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის მოთხოვნით“-შალვა პაპუაშვილი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი