რა იცვლება სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში – დეტალები

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, სტუდენტთა სწავლის დაფინანსების ის პროგრამა,რომელიც თბილისის მერიის მიერ ხორციელდება, ტრანსფორმირდება და „დიდი ალბათობით“ სტიპენდიების დაფინანსებისკენ მიიმართება.

ამ თემაზე გაბისონიამ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. გაბისონიას თქმით, სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროგრამები, რომელიც უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის გამოიყენებოდა, სხვა მიმართულებით არ გადავიდეს და მათ შორის სტიპენდიების მხარდაჭერისთვის დარჩეს.

„სოციალური მიმართულებით გვაქვს სტიპენდიები. ჩვენ სტიპენდიები გავაორმაგეთ და ვგეგმავთ, რომ ამ მიმართულებით დამატებითი სტიმულაციები გავაკეთოთ.

თბილისის მერიას დღემდე აქვს პროგრამა – თბილისის მოსახლობისთვის სოციალური მხარდაჭერის ნაწილში სწავლის კომპონენტს უფინანსებდა და ის, ვინც გრანტში ვერ მოხვდებოდა, უნაზღაურებდა, რაც ძალიან კარგი პროგრამაა. თუ სწორად მახსოვს, ბიუჯეტი დაახლოებით 3 მილიონ ლარამდეა.

- Advertisement -
Ad image

თბილისის ვიცე-მერთან შეხვედრა გვქონდა. თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივა იყო, თუ რა პროექტებზე შეგვეძლო გვემუშავა ამ მიმართულებით. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ეს თანხა სტუდენტების სტიპენდიების მხარდაჭერის პროგრამებისკენ მიემართოს, რაც მერის მიერ მოწონებული იყო. დიდი ალბათობით ამ საბიუჯეტო სახსრების ტრანსფორმირება სტუდენტების სტიპენდიების ნაწილში მოხდება. ის თუ რა ლოგიკით იქნება, ეს დასამუშავებელია. მერია ამ საკითხზე სამინისტროსთან და უნივერსიტეტებთან ერთად იმუშავებს და ოპტიმალურ მოდელამდე მივალთ.

ანალოგიურად მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს თავდაცვის სამინისტროს აკადემიასთან. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი სტრუქტურული ერთეული არ არის, ავტორიზაცია აკრედიტაციის ნაწილში ხარისხის უზრუნველყოფას ჩვენი სამინისტრო ახდენს. ამიტომ მათთან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ.

ყველა ის პროგრამა, რომელიც უმაღლესი განათლების მხარდაჭერისთვის გამოიყენებოდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სხვა მიმართულებით არ იქნას გადატანილი და დარჩეს მათ შორის სასტიპენდიო მხარდაჭერის ნაწილში“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომელიც 2025 წლის 17 დეკემბრიდან ამოქმედდა, სტუდენტთა საგრანტო დაფინანსების სისტემა გაუქმდა. საგრანტო სისტემა მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლესს სასწავლებლებში სწავლის სრულად სახელმწიფოს მიერ დაფინანსების მოდელით ჩანაცვლდა.

  თეირანმა უნდა თქვას უარი ურანის გამდიდრებაზე - CNN-მა გაარკვია, რა შეიძლება შესთავაზოს აშშ-მა ირანს ურანის გამდიდრებაზე უარის თქმის სანაცვლოდ

იმავდროულად, 2025 წლის დეკემბრის კანონით განისაზღვრა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ იმ სტუდენტთა სწავლის დაფინანსება, რომელიც 2026 წლამდე მოიპოვეს, სახელმწიფოს მიერ 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით, იმავე ოდენობითა და პირობებით გაგრძელდებოდა, რაც მათ ახალი კანონის მიღებამდე ჰქონდათ მოპოვებული.

ახლა პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ცვლილებებს, რომლის გათვალისწინებით, უმაღლეს სასწავლებლებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს 2030-2031 წლის ჩათვლით არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება შეუნარჩუნდებათ, არამედ მისი მოპოვების და გაუმჯობესების შესაძლებლობაც მიეცემათ.

„ინტერპრესნიუსი“

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. რა იცვლება სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაში – დეტალები [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 2]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a4/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.