1993 წლის 27 ივლისი შეთანხმება
აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მისი დაცვის კონტროლის მექანიზმის შესახებ
კონფლიქტის მონაწილე მხარეთა წარმომადგენლები რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. კონფლიქტის მონაწილე მხარეები 1993 წლის 28 ივლისის 12.00. საათიდან უბრუნდებიან ამა წლის 20 მაისს დადგენილ კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტისა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენლობის მკაცრად დაცვის რეჟიმს.იკრძალება ავიაციის, არტილერიის, სანაოსნო საშუალებების, ყოველგვარი სამხედრო ტექნიკისა და იარაღისგამოყენება. კონფლიქტის ზონაში (აფხაზეთის ტერიტორიაზე) არ შევლენ დამატებითი ჯარები და სხვა შეიარაღებული ფორმირებანი, არ განხორციელდება მობილიზაცია, ჯარებისა და სხვა ფორმირებების შეუთანხმებელი გადაად-გილებანი, იარაღისა და ტყვია-წამლის შეტანა, სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების აგება.
2. 1993 წლის 29 ივლისიდან ფუნქციონირებას იწყებს ქართულ-აფხაზურ-რუსული დროებითი საკონტროლოჯგუფები (3-9 კაცის ოდენობით), რომელთა პერსონალურ შემადგენლობას შეათანხმებენ მხარეები.დროებითი საკონტროლო ჯგუფები მეთვალყურეობას გაუწევენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვას. ისინიგანლაგდებიან სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირეში, გუდაუთაში, ახალ ათონში, ტყვარჩელში, გაგრაში, გალში,თუ საჭირო იქნება, ასეთი ჯგუფები, მხარეთა შეთანხმებით, განლაგდებიან სხვა პუნქტებშიც. საკონტროლო ჯგუ-ფებს უფლება აქვთ შევიდნენ მათთვის საინტერესო კონფლიქტის ნებისმიერ წერტილში მას შემდეგ, რაც შესაბა-მისად ამას აცნობებენ მხარეებს. კონფლიქტის მონაწილე მხარეები უზრუნველყოფენ საკონტროლო ჯგუფებისუსაფრთხოებას, უქმნიან ცხოვრების სათანადო პირობებს, აძლევენ მიმოსვლის საშუალებებს.საკონტროლო ჯგუფებს შეუძლიათ განიხილონ მოსახლეობის მიმართვები სხვადასხვა საკითხებზე.საერთაშორისო მეთვალყურეთა ჩამოსვლის შემდეგ დროებითი საკონტროლო პუნქტები მათთან მჭიდრო კონტაქტს ამყარებენ.