პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა1921 წლის 24 თებერვალი, მძიმე ბრძოლები თბილისის მისადგომებთან

1921 წლის 24 თებერვალი, მძიმე ბრძოლები თბილისის მისადგომებთან

მარჯვენა ფლანგზე მტერმა დილიდანვე დაუშინა ჩვენს პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი და შემდეგ შეტევაზე გადმოვიდა. იუნკერთა შემადგენლობიდან 85-90 კაცი დარჩენილიყო. დიდი იყო დანაკლისი ნაცვალთა შორისაც. მიუხედავად მრავალგზის შეტევისა, მოწინააღმდეგე ქართული პოზიციების გარღვევას ვერ ახერხებდა. რამდენჯერმე ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მტერმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და ნაშუადღევს #4 სანგარი დაიკავა. ამის შემდეგ პირდაპირ ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის ბატარეის წინ აღმოჩნდნენ და ქართველ არტილერისტებზე ხიშტებით წამოვიდნენ. ლეიტენანტმა მესხიშვილმა ხმალი იშიშვლა და იუნკრებთან ერთად მოწინააღმდეგეს ეკვეთა.

მათ ოფიცრების შავდიას, ხოშტარიასა და ჩოჩუას წინამძღოლობით სხვა იუნკრებიც წამოეშველნენ და მტერს უკან დაახევინეს. მოწინააღმდეგე მარჯვნივ და მარცხნივ გაიფანტა და ამით უკან მყოფ თავის მეტყვიამფრქვევეებს 100-120 ნაბიჯის მანძილიდან იუნკრებისათვის ცეცხლის გახსნის საშუალება მისცა. იუნკერთა ნაწილმა კაპიტან ჩოჩუას მეთაურობით მეტყვიამფრქვევეებს შეუტია.

maxim-1930

მტრის რიგებამდე პირველმა იუნკერმა შალვა ერისთავმა მიირბინა და მემიზნე ოფიცერი ხიშტით განგმირა, თუმცა თავადაც სასიკვდილოდ დაჭრილი დაეცა. ასევე დაიღუპნენ იუნკრები ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი, 15-მდე კი დაიჭრა. დაიჭრა თავად კაპიტანი ჩოჩუაც. ასევე დაიჭრნენ კაპიტნები შავდია და ხოშტარია. იერიშები დაღამებამდე გაგრძელდა, მაგრამ ბოლშევიკებმა ნაბიჯითაც ვერ წაიწიეს წინ. დაბნელებისთანავე მათ იერიში შეწყვიტეს და უკან დაიხიეს.

nieup17-5

არანაკლებ მძიმე და სისხლის მღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა სოღანლუღი-შავნაბადას მიმართულებაზე.

ამ სექტორში მოწინააღმდეგემ მთავარი დარტყმა გზატკეცილისა და რკინიგზის ხაზის გასწვრივ განავითარა. ამ მიმართულებით მოწინააღმდეგის მოგერიება მოხერხდა, მაგრამ კრიტიკული ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც მტერი თელეთიდან გადმოვიდა შეტევაზე, ფრონტი გაარღვია და 18 საათისათვის სოღანლუღის ქედზე მდებარე სიმაღლე დაიკავა. შეიქმნა საშიშროება, რომ მოწინააღმდეგე ღრმად შემოიჭრებოდა და საშუალება მიეცემოდა ზურგში მოჰქცეოდა არა მარტო გენერალ მაზნიაშვილის ნაწილებს, არამედ გენერალ ანდრონიკაშვილის შენაერთებსაც. საჭირო იყო სასწრაფოდ სიმაღლის დაბრუნება.

14 საათზე ქართული პოზიციებიდან განახლდა საარტილერიო და ტყვიამფრქვევების ცეცხლი. 16 საათისთვის დაიწყო თოვა, ჩამოწვა ბურუსი, ძალიან აცივდა.

  დააკავეს სკოლის ბუღალტერი, რომელმაც სკოლის საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა დროს 2 161 806,52 ლარი გადარიცხა და ნაწილი აზარტულ თამაშებში წააგო - პროკურატურის განცხადება

სწორედ ამ დროს ოთხმა ქართულმა თვითმფრინავმა იერიში მიიტანა მტრის ჯავშანმატარებლებზე და ოცდაათამდე ბომბი ჩამოაგდო. ბრძოლაში ქართული ჯავშანმატარებელიც ჩაერთო, მაგრამ მოწინააღმდეგის ძალიან დიდი უპირატესობის გამო ნავთლუღისკენ დაიხია. ნავთლუღის მიდამოები კი მოწინააღმდეგის ავიაციამ დაბომბა.

 

British_Mark_IV_Tadpole_tank

ორხევის სანგრებში მყოფმა გვარდიელებმა მოწინააღმდეგის არაერთი იერიში მოიგერიეს, მაგრამ როდესაც დაახლოებით 17 საათისათვის სანგრებთან მტრის სამი ტანკი გამოჩნდა, იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. გენერალმა ჯიჯიხიამ იმერეთის მე-2 ბატალიონს კონტრშეტევა დაავალა. ბატალიონის მეთაურის, აკაკი კვიტაიშვილის ინფორმაციით, “ბატალიონმა წარმატებით აწარმოა კონტრიერიში. მას შეუერთდნენ მეგრელები, რომლებიც სანგრების უკან, გორაკზე იყვნენ ჩასაფრებულნი. იმერლები და მეგრელები ყიჟინით შეცვივდნენ სანგრებში, ამორეკეს იქიდან რუსები და დაედევნენ”. განაგრძეთ კითვა

 

Alb402-78

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.