17:10 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება. ეს არის ისტორიული დრო, რადგან 1918 წელს, სწორედ 17:10 საათზე იყო მიღებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში – ბარსელონაში, პარიზში, სტრასბურგში და ა.შ.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.
მასალის გამოყენების პირობები