ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი16 მაისს თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართება

16 მაისს თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები 16 მაისს თბილისში საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ.

„საქართველოში ლეგენდების სერია გრძელდება. Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისს ლეგენდარული „ბარსელონა“ ესტუმრება“, – წერია Sports Orient-ის გავრცელებულ ცნობაში.

მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. GEO 11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების ამხანაგურ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 10 წლის წინ თბილისში, „დინამო არენაზე“ ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ „სევილია“ 5:4 დაამარცხა.

  „გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაცაა“ – კახა კალაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი