ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ - ხაშურში...

„15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ – ხაშურში ავარიის შედეგად დაშავებულ დებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ

ხაშურში ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკზე „ხაშურელების გვერდი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ თვეში ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, გზაზე გადადიოდნენ. გოგონები რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

„არასდროს ასე საჯაროდ არ მომიმართავს დახმარებისთვის, მეგობრებო, ნათესავებო, სრულიად საქართველო, თქვენი დახმარება და თანადგომა სჭირდებათ ულამაზეს დებს, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის! რომლებმაც ავტომანქანის შეჯახების შედეგად მიიღეს თავის ქალის მძიმე დაზიანება.

გოგონების მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმეა, ისინი კვლავ რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე…

რეაბილიტაციისთვის სჭირდებათ საზღვარგარეთ საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მკურნალობა…

თითოეული თქვენგანის, ჩვენგანის 1 (ერთი) ლარიც მნიშვნელოვანია, გოგონების სიცოცხლის გადასარჩენად…

ჩვენ გვაქვს თქვენი გულისხმიერების და ერთიანობის იმედი! (რაც, არაერთხელ გამოგვიცდია და გადაგვირჩენია უამრავი ადამიანის სიცოცხლე). უფლის მადლით და თითოეული ჩვენგანის ერთიანობით, ახლაც შევძლებთ გოგონების დახმარებას და მათთვის სრულფასოვანი სიცოცხლის და ლაღი ცხოვრების დაბრუნებას!

მიმღები: სოფიო ხარშილაძე (დედა)

#GE18BG0000000553349014 (საქართველოს ბანკი);

#GE64TB7513745068100047 (თიბისი ბანკი). მადლობა ყველას! გთხოვთ გააზიაროთ

პირადი ნომერი – 57001052354 სოფო ხარშილაძე

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  როგორ გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებელი 40 წლის შემდეგ საქართველოში?
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი