სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსს12 წლის უსინათლო გოგონას მამინაცვალი აუპატიურებდა, ხოლო დედა დანაშაულს ხელს აფარებდა -...

12 წლის უსინათლო გოგონას მამინაცვალი აუპატიურებდა, ხოლო დედა დანაშაულს ხელს აფარებდა – შემზარავი დანაშაულის დეტალები

“როდესაც მამინაცვალი მაუპატიურებდა და დედას დახმარებას ვთხოვდი, დედაჩემი მუსიკას ხმამაღლა უწევდა” – უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი 12 წლის უსინათლო გოგონაა.

შემზარავი ამბავი, რომელიც მას გადახდა, საქართველოში პირველად მოხდა – მამინაცვალი სექსუალურად ძალადობდა, ამაში კი მოძალადეს ბავშვის დედა თავად ეხმარებოდა. მამინაცვალი, ერთი წლის წინ, ციხეში 19 წლით გაუშვეს, ახლა კი გაუპატიურებაში დამხმარე დედა გაასამართლეს.

უპრეცედენტოა განაჩენით, რომელიც მშობელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოუტანა – ქალი ციხეს ვერასდროს დატოვებს.

“კურიერი P.S-მა” თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილული უმძიმესი საქმის განაჩენი მოიპოვა. მოსამართლემ უვადო სასჯელის გამოცხადებამდე თითქმის 24 საათი იფიქრა.

კურიერი P.S-მა” გაარკვია, რომ დახურულ სხდომაზე შემზარავი ფაქტები დაადასტურა მსხვერპლი გოგოს უმცროსმა ძმამ. ბიჭი დაზე ძალადობას არაერთხელ შეესწრო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, არანაირი ვადიანი თავისუფლების აღკვეთა არ იქნებოდა შემაკავებელი ასეთი მძიმე დანაშაულების მიმართ, რასაც ბავშვები ჰყვებიან. რომან ხორავამ ქალს უვადო პატიმრობა ამ მოტივით მიუსაჯა.

ბავშვების ადვოკატი, რომელიც მსხვერპლ მოზარდებს რამდენიმე წელია იცავს, თამარ გაბოიძეა. მან დაიხსნა მოძალადე ოჯახისგან 2 მოზარდი მაშინ, როდესაც მამინაცვალი მოწყალების თხოვნას აიძულებდა. ბავშვები ადვოკატის დახმარებით, ახლა უსაფრთხო გარემოში არიან.

12 წლის გოგონას უმძიმესი ისტორია თბილისის ერთ-ერთ უბანში 3 წლის წინ დაიწყო. მათი სახლიდან, ერთი წლის წინ, მეზობლებს ფიზიკური ძალადობის ხმაც ესმოდათ. ბოლო შემთხვევის დროს, 112-ში დარეკეს. იმ დღეს, მამინაცვალმა უსინათლო გოგონა სცემა, ბავშვმა კი, სახლიდან გაქცევა მოახერხა.

ადგილზე მისულ პოლიციასთან მაშინ მსხვერპლმა ბავშვმა სიმართლის თქმა ვერ მოახერხა – დედამ შეაჩერა. მეორე დღეს, სამართალდამცველებმა გოგონას სკოლაში მიაკითხეს. ბავშვმა მამინაცვლის სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე საუბარი იმ დღეს შეძლო. 35 წლის მამობილი დააკავეს. არასრულწლოვანის გაუპატიურება და ტრეფიკინგი – ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. რეზონანსული საქმე მაშინ კურიერი P.S-მაც გააშუქა და მსხვერპლი ბავშვის დედასთან დაკავებამდე ინტერვიუც ჩაწერა.

მოძალადე მამინაცვალს, იმ მოტივით, რომ შეზღუდული შერაცხადია, მოსამართლემ მაქსიმალური სასჯელი – 19-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მის საქმეზე მიმდინარე გამოძიებამ აჩვენა, რომ სანამ დააკავებდნენ, დედა ბავშვებს აიძულებდა, ჩვენება მამინაცვლის წინააღმდეგ შეეცვალათ. ის ამ ფაქტზეც გაასამართლეს და, მალევე, გაუპატიურებაში დახმარების ბრალიც წარუდგინეს.

  Axios: ისრაელმა „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტი წარუდგინა

დედის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ დედამ შვილზე ძალადობის ფაქტების შესახებ არ იცოდა. ის უვადო სასჯელს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ბავშვების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, დედის ქმედებები – ეს ყველაფერი მსხვერპლი ბავშვის ადვოკატს უქმნის მოლოდინს, რომ უვადო განაჩენი არ შეიცვლება.

არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკა ისევ მძიმეა. ფსიქოლოგების ინფორმაციით, მოძალადე ხშირად ბავშვის ახლო გარემოცვიდან არის. პრევენციისთვის ბავშვთა ფსიქოლოგების რეკომენდაცია ასეთია:

“ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ქცევა იცვლება – ისინი ხდებიან დისტანცირებულები, ჩაკეტილები, ირიდებენ კომუნიკაციას, ან პირიქით – მათი ქცევა ხდება ექსპრესიული, გამომხატველი და ამ გამომხატველობას ხშირად აქვს სექსუალური კონტექსტი. ასევე, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს აქვთ ხოლმე სირცხვილის, უმწეობის, უსუსურობის, მარტოობის განცდა. როდესაც აზიარებენ ამ გამოცდილებას, ხშირად არის, რომ არ სჯერათ მათი და ეს არის მათი ემოციური უგულებელყოფა. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ დროს მოვუსმინოთ მათ, მივიღოთ მათი ემოციები და თუკი საჭირო იქნა, ჩავრთოთ შესაბამისი სპეციალისტი. წარმოუდგენელია, ბავშვი მისთვის ასეთ მტკივნეულ გამოცდილებაზე საუბრობდეს და ამ მონაყოლში არ იყოს სიმართლე,” – აცხადებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი ლინდა ქათამაძე.

ოჯახში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონა ძმასთან ერთად ახლა მინდობით აღზრდაშია – ფსიქოლოგების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ოთახში შესვლისას რას ვაკეთებდი?! – ეს შესაძლოა დემენცია არ იყოს, მეცნიერები გვიხსნიან რატომ ვივიწყებთ ასე მარტივად

ოთახში შესვლისას რას ვაკეთებდი?! – ეს შესაძლოა დემენცია არ იყოს, მეცნიერები გვიხსნიან რატომ ვივიწყებთ ასე მარტივად

აპრილი 1, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
დევა კასელი შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

დევა კასელი შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

აპრილი 1, 2025
როგორ დავიცვათ უსაფრთხოება სასტუმროში სოლო-ტურის დროს? 6 ოქროს რჩევა

როგორ დავიცვათ უსაფრთხოება სასტუმროში სოლო-ტურის დროს? 6 ოქროს რჩევა

1 აპრილი 2025
სენსაციური აღმოჩენა თბილისის ზოოპარკში – 34 მილიონი წლის წინ გავრცელებული ამფიბია იპოვეს

სენსაციური აღმოჩენა თბილისის ზოოპარკში – 34 მილიონი წლის წინ გავრცელებული ამფიბია იპოვეს

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი